სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე მარიამ ქასრაშვილი გოგონათა ტექნოლოგიური ბანაკის წევრი გახდა 
20-12-2022
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ხშირად და ხალისით მონაწილეობენ. ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლე - მარიამ ქასრაშვილი 514 განაცხადიდან, აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე, 50 საუკეთესო გოგონას შორის შეირჩა და ტექნოლოგიური ბანაკის წევრი გახდა.

პროექტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA • Tech Park ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა,  ბაკურიანში, 11-17 დეკემბერს, მე-10-მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის განახორციელა. მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი მოაწყო.

ბანაკის მონაწილეები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციასა და საერთაშორისო ტენდენციებს გაეცნენ. მოსწავლეები, ასევე,  ტრენინგებსა და ვორქშოპებში, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ ეთიკისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებით განხორციელებულ საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ, რაც მათ სამომავლოდ საშუალებას მისცემთ პროფესიის არჩევისას ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სწორად მიიღონ.

„ეს იყო შთაბეჭდილებებითა და ბევრი დადებითი ემოციით აღსავსე 7 დღე. უპირველეს ყოვლისა, სკოლის დირექციას, BTU-სა და GITA-ს, უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ციფრული სამყარო უფრო ახლოდან გამეცნო და  ამ საკითხებში ერუდირებული გავმხდარიყავი. სასიამოვნოა ფაქტია ისიც, რომ ახალგაზრდებს გვეძლევა საშუალება პროფესიის ტექნოლოგიური მიმართულებით არჩევისას, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა ბაკურიანიდან დაბრუნებულმა მარიამ ქასრაშვილმა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბანაკებში სხვადასხვა საინტერესო ადამიანს ეცნობიან, კომუნიკაციას ეჩვევიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება