სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიმონეთის ისტორია და ისტორიკოსები“- ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-12-2022
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი - სოფლის გამორჩეულ ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა - „სიმონეთის ისტორია და ისტორიკოსები“, განხორციელდა.

სკოლაში ცნობილ ისტორიკოსებს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორი გელა (გიორგი) საითიძესა და ისტორიის დოქტორ, პროფესორი გოჩა საითიძეს უმასპინძლეს.

სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა საზოგადოებას მოწვეული ადამიანების ბიოგრაფიები გააცნეს, წარმოადგინეს მცირე ნარკვევები და პრეზენტაციები სოფელ სიმონეთის - სომიანეთის შესახებ. შეასრულეს მხატვრული ნომრები, წაიკითხეს სიმონეთისადმი მიძღვნილი ლექსები მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია (ვიდეოკოლაჟი, სლაიდშოუ და სხვა). სტუმრებმა მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით ცხოვრებისეული ისტორიები და გამოცდილება გაგვიზიარეს. პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე - ირინა აბულაძე და გეოგრაფიის პედაგოგი - ანა რიჟამაძე.

შეხვედრის დასასრულს ისტორიკოსმა მამა-შვილმა სკოლის ბიბლიოთეკას რამდენიმე ისტორიული ნარკვევი უსახსოვრეს, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ინდივიდუალურად გადასცეს მათივე ავტორობით გამოცემული წიგნი - „სიმონეთი და მისი ერთი „ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი“, ავტოგრაფით. 

მათ სკოლის დირექციას, დირექტორს - გიორგი ქასრაშვილსა და პედაგოგებს ღონისძიებისათვის მადლობა გადაუხადეს.

„შთამბეჭდავი და ემოციური იყო ბატონ გელა საითიძის ლექცია-საუბარი, რომელიც მის ბავშვობას და ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში გატარებულ წლებს შეეხებოდა. მან გაიხსენა  ღვაწლმოსილი პედაგოგები, თანაკლასელები და თანასოფლელები. გვიამბო რამდენიმე სოფლის - ზედა სიმონეთის, ქვედა სიმონეთის და მისი შემოგარენი სოფლების ისტორია. აქცენტები გააკეთა ადამინურ ღირებულებებზე, ახალგაზრდებს მოუწოდა ცოდნის აუცილებლობასა და სასკოლო პერიოდის ნაყოფიერ და მიზანდასახულ დამოკიდებულებისაკენ.
ბატონმა გოჩამ აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის იცოდეს საკუთარი სოფლის წარსული და უყვარდეს სამშობლო. ის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს  რამდენიმე საინტერესო აქტივობის განხორციელბას დაპირდა მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება