სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა მალვინა მუკბანიანმა, თვითნასწავლი მხატვრების კონკურსში ლაურეატის წოდება დაიმსახურა
16-12-2022
-
+


დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა მალვინა (იზოლდა) მუკბანიანმა თვითნასწავლი მხატვრების კონკურსში ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ ის ღირსეული, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პედაგოგია.

„ათეული წლებია უკვე, რაც მალვინა  მასწავლებელი სკოლაში დიდი რუდუნებით ასწავლის ბავშვებს, საინტერესოდ თანამშრომლობს კოლეგებთან და რაც მთავარია, ლამაზად ურთიერთობს მუზებთან... აქტიურად წერს და ხატავს, ყოველთვის საინტერესოდ საუბრობს, დამაჯერებელი ცოდნით გამახსოვრებს თავს.
მცოდნე და თავმდაბალი მასწავლებელი აქ ყველას უყვარს...მისი ,,ჩუმი წვის'' გაგებასაც ვცდილობთ შეძლებისდაგვარად და მისი ლირიკის დაფასებასაც.
მგრძნობიარე ლექსების ავტორს და ღრმა შინაარსის ტილოების შემქმნელს პატივს ვცემთ და არ გვიკვირს მისი დამსახურებული წარმატებები არც მასწავლებლის რანგში და არც ხელოვანის ამპლუაში.
„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა- ღირსებასო"- ეს გვწამს და გვჯერა.
ნიჭისა და ღირსების ერთობა, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია და როცა ეს გამონაკლისი შენს გვერდითაა, ეს ბედნიერება უნდა დააფასო ადამიანმა...გვიხარია, რომ ამას ბევრი ხედავს და გრძნობს.
ამიტომ განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი სკოლისათვის მისი ახალი ჯილდო- თვითნასწავლი მხატვრების კონკურსში მიღებული ლაურეატის წოდება. თუმცა, ამ წარმატებამაც ვერ დაუბრუნა მის სახეს ღიმილი, რომელიც უსაყვარლესი და საფიცარი ძმის დაკარგვამ წაართვა. ღირსეულად დააქვს დიდი დარდი ისევე, როგორც შემოქმედებითი სიხარული.
დაე, ბევრი წარმატება და დიდი სიხარული ყოფილიყოს მისი ცხოვრების თანამგზავრი.
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს სკოლის ამაგდარ პედაგოგს მალვინა ( იზოლდა) მუკბანიანს შემოქმედებით გამარჯვებას, უსურვებს ხანგრძლივ და ნაყოფიერ შემოქმედებით გზას“,- წერია სკოლის მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება