| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლამ, 1988 წლის 7 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულ უმანკო მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ღონისძიება მიუძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მერვე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, მათ გაიხსენეს მტკინვეული ისტორია, გაეცნენ ამ დღესთან დაკავშირებულ უცნობ ფაქტებს და წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ბოლოს, სანთლები აანთეს და ილოცეს დაღუპულთა სულის სიმშვიდისათვის.
სკოლის დირექცია, მადლობას უხდის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო და სიმბოლური ღონისძიების წარმოდგენისთვის.
ზუსტად 33 წლის წინ,1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11:41 სთ-ზე სომხეთი დამანგრეველმა მიწისძვრამ შეძრა. სულ რამდენიმე წამში განადგურდა ქალაქები - სპიტაკი, გიუმრი, ახურიანი, გუგარქი, არაგაწი, კალინინო, სტეფანავანი, ვანაძორი... ასამდე სოფელი და დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი მიწასთან გასწორდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაიღუპა 25 ათასი, დაშავდა 19 ათასი და უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას