სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მეწარმეობის კლუბის წევრებმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს
15-12-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დაარსდა მეწარმეობის კლუბი - „მარგალიტები“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეებში სამეწარმეო კომპეტენციის და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

კლუბში გაწევიანებულნი არიან VII –XII კლასის მოსწავლეები. მას ხელმძღვანელობს ხელოვნების მასწავლებელი ია ტერელაძე. მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად სასწავლო წლის მანძილზე საინტერესო პროექტს ახორციელებენ. 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ნამუშევრები სკოლის მოსწავლეებმა, კლუბის წევრებისა და კლუბის ხელმძღვანელის დახმარებით შექმნეს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჯულიეტა ქობალია და რესურსცენტრის სხვა წარმომადგენლები, ასევე სოფელ ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბესიკ ჩანქსელიანი და ივანდიდის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი მეგი ბენდელიანი, ბაღის პედაგოგებთან ერთად.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ხონის შშმ პირთა დღის ცენტრ „თანადგომას“ გადაეცემა.

„კლუბის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, სკოლის დირექტორის მ/შ ქალბატონ ლია ჩიხლაძეს, ჩვენს აღსაზრდელებს, მასწავლებლებს, მოწვეულ სტუმრებსა და პროექტში ჩართულ მასწავლებლებს - შორენა გუბელაძეს და იამზე ფანცულაიას“,- აღნიშნავს კლუბის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება