სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა თოჯინური სპექტაკლი -„კომბლე“ გაითამაშეს
15-12-2022
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის Iა კლასმა, თოჯინური სპექტაკლი გამართა. პატარებმა მუსიკალურ-თეატრალური სპექტაკლი -„კომბლე“ გაითამაშეს.

ბავშვებმა, ხელოვნების გაკვეთილზე გამომუშავებული უნარებით მოახერხეს სხვადასხვა პერსონაჟების დამზადება. სპექტაკლს ამშვენებდა მოსწავლეების შექმნილი გამოსახულებები. მოსწავლეებს, მხარში ედგნენ მშობლები და ერთობლივი ძალებით მოახერხეს მრავალფეროვანი სანახაობის გამართვა.

როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს, სცენარში, ჩართული იყო საბავშვო ლექსები და სახალისო დიალოგები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით, კუთვნილი როლები შესანიშნავად მოირგეს პატარებმა, გამოავლინეს მხატვრული კითხვის ცოდნა და დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვეს.  

სპექტაკლისთვის კლასიც საგანგებოდ მოირთო. პედაგოგებმა გაამზადეს სცენა, რომლის გასაფორმებლად გამოიყენეს სასკოლო-სასწავლო რესურსები და ხის ბუნებრივი ტოტები. სპექტაკლს თან სდევდა მუსიკაც, რომელიც შინაარსობრივად, მოქმედებების პარალელურად, შესაბამისად ვითარდებოდა.  

სპექტაკლი გაფორმდა, როგორც ინტეგრირებული გაკვეთილის პროდუქტი. ინტეგრირებული საგნები გახლდათ: ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება (პედაგოგი და ამავე კლასის ხელმძღვანელი მედეა გეგეშიძე), ხელოვნება, მუსიკა (პედაგოგი თეონა გაბედავა).  

სკოლის დირექცია უსურვებს წარმატებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს, საინტერესო სანახაობისთვის კი - მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება