სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მსოფლიოს ცნობილი მათემატიკოსები“ -  ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავ პროექტზე იმუშავეს
15-12-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „მსოფლიოს ცნობილი მათემატიკოსები“ განახორციელეს. 

პროექტს მათემატიკის მასწავლებელი იამზე კურტანიძე ხელმძღვანელობდა. 

პედაგოგის მითითებით მოსწავლეებმა ცნობილი მათემატიკოსების შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეს. რამდენიმემ საკუთარი სურვილით შეარჩია, მოიძია და მოამზადა საუკეთესო პრეზენტაციები, რომელიც სკოლის აიტ კლასში VI კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა და წარმატებული მათემატიკოსების შესახებ ინფორმაციის მოსმენამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გაიგეს იმ მათემატიკოსების შესახებ, რომლებსაც დღემდე არ იცნობდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ მეექვსეკლასელებმაც გამოთქვეს სურვილი და მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე - „ციფრული ტექნოლოგიის ცნობილი ადამიანები“.

მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევდა კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე.

წარმოდგენილი იყო საუკეთესო ტექნიკური ხერხებითა და გამართული, საინტერესო შინაარსით შესრულებული პრეზენტაციები, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ორივე პროექტი ემსახურებოდა ჩვენი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, მათი ცოდნის გამდიდრებას, ცნობილი მათემატიკოსების და ციფრული ტექნოლოგიის უდიდესი წარმომადგენლების
ბიოგრაფიების და მათი გამოგონებების დასწავლას.​

ასევე, აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტი განხორციელდა მათემატიკა/კომპიუტერული ტექნოლოგიის კათედრაზე. 

„კათედრის წევრ პედაგოგებს შორის, რომლებიც გვესწრებოდნენ, როგორც „კრიტიკულმა მეგობრები“, თანამშრომლობითი ურთიერთობა განმტკიცდა. მათ შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები. ასევე სამომავლოდ, დავგეგმეთ ინტეგრირებული პროექტი სხვა კათედრებთან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება