სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე - თბილისის N136 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად თემატური პროექტი წარმოადგინა
12-12-2022
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ძალისხმევით იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ მრავალი მიმართულებით ვითარდებიან და ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზეც დგანან.

ახლახან, თბილისის N136 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მაკა კაციტაძემ 4 „ბ“ კლასში ჩაატარა პროექტი თემაზე: „ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე"

„მარგალიტი მარტო ძვირფასი ქვა როდია, ძვირფასი სიტყვაცაა, რომელიც დღეს ასე გვჭირდება თითოეულ ქართველს და, სამწუხაროდ, საძებარია. მე იმედი მაქვს, აღმოჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც მოიძიებენ, მოუვლიან, უპატრონებენ და შთამომავლებს გადასცემენ უვნებლად ისე, როგორც ჩვენ მივიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან“, - ასე შეფასდა პროექტი, რომლის მიზანიც ახალგაზრდების მეტყველებაში გამოყენებული სიტყვების ბარბარიზმების, ჟარგონების წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ.

მოსწავლეებმა მოიძიეს ის სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ხშირად ესმით თანატოლებისაგან; მოიყვანეს მაგალითები, გაეცნენ გარემო პირობების ფაქტორის ზეგავლენას მეტყველებაზე.

„აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობისას, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარი, გაიღრმავებენ ცოდნას ქართული და არაქართული სიტყვების შესახებ.გაარკვევენ,როგორ ილაპარაკონ სწორად და ურჩევენ თანატოლებსაც, ნუ გამოიყენებენ მეტყველების დროს ჟარგონებს, ბარბარიზმებსა და სხვა არასასურველ სიტყვებს.

მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს და უკეთ გაიცნობენ ქართული ენის თავისებურებებს. ბარბარიზმებთან ბრძოლის მიზნით, პროექტის ფარგლებში მოეწყო დისკუსია თემაზე: „ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით".

ჩვენი მშობლიური ქართული ენის მოვლა-პატრონობა ყველა ადამიანის სისხლ-ხორცეული საქმეა. ამ მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ქართული ენა. ყველა ქართველის მოვალეობაა, შეინარჩუნოს მშობლიური ენა და დაიცვას ქართული ენის სიწმინდე.

დღეს ყველას აღელვებს ენის შენარჩუნების საკითხი, ქართული ენის მოვლა-პატრონობა. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ვწეროთ და ვიმეტყველოთ სუფთა ქართულით. მშობლიური ენის დაცვა ყველას ვალია. ყოველი ქართველი თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს მშობლიურ ენას. სწორი სამეტყველო ქართულის სწავლება კი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება