| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობენ გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ბუნებრივი რესურსების დაცვისაკენ მოუწოდებენ.
ამჯერად, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების პედაგოგების - ელზა რაისიანის და რაისა სამარჯევის ხელმძღვანელობით, ერთობლივად იმუშავეს ინტეგრირებულ პროექტზე - „გავუფრთხილდეთ წყალს“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში წყლის მნიშვნელობისა და მისი გონივრულად გამოყენებისადმი ცნობიერების ამაღლება, წყლის დაზოგვითი ღონისძიებების გატარება და პროპაგანდა საცხოვრებელ გარემოში. ასევე მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ- ჩვევების განვითარება.
პროექტი ორი კვირა გაგრძელდა. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 8 რიცხვამდე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას