სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწავლა-სწავლების პროცესი: არსებული გამოწვევები და მშობელთა ჩართულობის მექანიზმები“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სემინარი ჩატარდა
12-12-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და მათი მშობლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა შეხვედრაში, რომლებიც ორიენტირებულია სასკოლო თემის გააქტიურებაზე.

ახლახან, მიხეილ არახამიას კაბინეტში, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სკოლის VII-XII კლასების მოსწავლეთა მშობლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „სწავლა-სწავლების პროცესი: არსებული გამოწვევები და მშობელთა ჩართულობის მექანიზმები“.

სემინარი ეძღვნებოდა საკითხს, თუ როგორ უნდა გავზარდოთ სკოლაში მოსწავლეების მოტივაცია - მასწავლებლისა და მშობლის როლი ბავშვების მოტივაციის გაზრდაში

მომხსენებელი გახლდათ ანა გიორგაძე - სკოლის ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა ასაკობრივი ცვლილებებზე, გამოწვევებსა და ფსიქოლოგის რეკომენდაციებზე;

შორენა დანელიამ, VIII „გ“ კლასის დამრიგებელი შეეხო კონფლიქტებსა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებს, ხოლო სალომე საგანელიძემ, ირმა შავგულიძემ VII „დ“ - VIII „ა“ კლასების დამრიგებლებმა წარმოადგინეს მოხსენება თემაზე კიბერუსაფრთხოება - კიბერსივრცეში უსაფრთხო ქცევის ნორმებისა და პირადი ინფორმაციის დაცვა.

ისტ-ის პედაგოგმა, თამთა გაჩეჩილაძემ ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა ქცევის კორექციასა და სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნებზე, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ია ჩინჩალაძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო საქმიანი, ღირებული და სემინარიც საჭირბოროტო საკითხებით შეჯერებული გახლდათ...

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი შეხვედრა გაიმართა I-VI კლასის მოსწავლეთა მშობელთათვისაც, სადაც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მასწავლებლები განსხვავებული თემებითა და პრეზენტაციებით წარდგნენ.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გეგმავენ, არაერთი შეხვედრა მოაწყონ აღნიშნულ ფორმატში და მუდამ გამოთქვამენ მზაობას, რომ რაც შეიძლება მჭიდრო იყოს მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება