სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 სკოლის მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-12-2022
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტივობებსა და პროექტებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას - „კოდის ერთი საათი“, სკოლა წელს უკვე მეორედ შეუერთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ისტ-ის პედაგოგის თეა მეფარიშვილის ხელმძღვანელობითა და ჩართულობით გაიმართა.

დეკემბერში პირველი სამი გაკვეთილის განმავლობაში, რომელიც „კოდის ერთი საათის“ ფარგლებში დაიგეგმა ყველა კლასის სხვადასხვა ასაკის მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა გამოსცადეს მაინკრაფტში კოდის აწყობა და ბრძანებების გაშვება, გაიგეს რა არის ფსევდო კოდი, დაიწყეს მარტივი ალგორითმების აწყობა თანმიმდევრული ნაბიჯებით, ნიმუშების ამოცნობა და ციკლებით განმეორებადი მოქმედებების აღწერა. დაიწყეს ჯგუფური სამუშაოების და მისიების შესრულება: არჩეულ მოდულში ჩვენი მოსწავლეები გარემოსდაცვითი კვლევითი ცენტრის მეცნიერები არიან და ცდილობენ ცხოველების დახმარებას.

დავალების შესრულების შემდეგ გააკეთეს პრეზენტაციები, ახსნეს როგორ იმუშავეს, რა კოდი დაწერეს და დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით და ოქროსფერი სამკერდე ნიშნებით, წარწერით: „მე გავიარე კოდის ერთი საათი“.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების მიმდინარეობისას მოსწავლეების ინდივიდუალურ აქტივობებს მასწავლებლის ასისტენტი ინიშნავდა. 

საგანმანათლებლო პროექტის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს პროგრამირება და მისი საფუძვლები: ალგორითმები და ალგორითმიზაცია, ცვლადები, მასივები, მოვლენები, პირობითი ბრძანებები, ფუნქციები, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები. ასევე, განუვითაროს ისეთი გამჭოლი უნარები, როგორიცაა პრობლემების გადაწყვეტების მოფიქრება, ექსპერიმენტირება, შეუპოვრობა და გამძლეობა, დასახული ამოცანის ბოლომდე შესრულება, შეცდომების ახალ ცოდნად ქცევა, თანამშრომლობა.   

კოდის ერთი საათი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალი ქალის, გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს (9 დეკემბერი, 1906). მისი სახელი უკავშირდება ერთ-ერთი პირველი პროგრამირების ენის COBOL-ის შექმნას.

2022 წელს კვირეული 6-12 დეკემბერს გაიმართება და მის ფარგლებში მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები 85 694-ზე მეტ ღონისძიებაში შეძლებენ მონაწილეობას.

„დეკემბერი ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული თვეა. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთიანდება და ერთი საათის განმავლობაში ერთად წერენ კოდს.
ეს არის ერთი მხრივ, ადამიანების შემოქმედების აღიარება და პროგრესის ზეიმი, ხოლო მეორე მხრივ კოდის წერაში საკუთარი ძალების მოსინჯვის ძალიან კარგი სტარტი მოსწავლეებისთვის.
კოდის ერთი საათი ეს არის ღია აქტივობა, რომელიც უამრავ მოსწავლეს და ზრდასრულს აძლევს შესაძლებლობას, თავად გამოსცადონ პროგრამირება და მოკლე დროში დაინახან პროგრესი.
კოდინგი ნებისმიერი პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასაწყებად კი სულაც არ დაგჭირდებათ წინასწარი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენი სკოლის სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს აქტივობა ყოველთვიურად განვახორციელოთ და მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და მასწავლებელს“,-აღნიშნავს პედაგოგი თეა მეფარიშვილი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება