სიახლეები
საინტერესო

რა გამოწვევებს უმზადებს კურდღლის წელი მასწავლებლებს? - გაეცანით 2023 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მიხედვით
24-12-2022
-
+


2023 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით კურდღლის წელია. რა გამოწვევებს უმზადებს მომავალი წელი მასწავლებლებს? გაეცანით, 2023 წლის პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მომზადებული შეხვდით სირთულეებს. გაიგეთ, წლის რომელი პერიოდი იქნება თქვენთვის წარმატებული და როდის უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე.

ვერძი: 2023 წელს, ვერძი მასწავლებლებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული წლის პირველი სამი თვეა. აპრილამდე კარგი პერიოდია ყველანაირი გეგმის განხორციელებისთვის, თუმცა წლის პირველი ორი კვირა ძალების აღსადგენად უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, 17 იანვრამდე არ გადაიღალოთ, ამ პერიოდში იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობას. 14 აპრილიდან 15 მაისამდე კარგია, თუ შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდებით. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელი და წარმატებული იქნება იმ პედაგოგებისთვის, ვინც კარიერულ წინსვლას გეგმავს.

კურო: წლის დასაწყისიდან 22-აპრილამდე საგანმანათლებლო სფეროში თქვენი აქტიურობა წარმატების მომტანი იქნება. 22 აპრილის შემდეგ კი შეიძლება იგრძნოთ სტრესი და დაძაბულობა მუშაობის დროს. გირჩევთ, ენერგია არ დახარჯოთ უქმად და მაქსიმალურად გამოიყენოთ საკუთარი თავის განვითარებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, 7 ივნისიდან 24 ივლისამდე პერიოდში მოზღვავებული ენერგია სწორად გამოიყენოთ და საკუთარ საქმეს მეტი დრო დაუთმოთ.

ტყუპები: 2023 წლის პირველი კვარტალი ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის განათლების კუთხით დატვირთული იქნება. კარგი პერიოდია საკუთარი თავის გამოსავლენად, წარმატებით დაძლევთ გამოწვევებს, თუმცა 17 ივნისიდან 4 ნოემბრამდე შეიძლება მოგიხდეთ კონფლიქტები მოსწავლეებთან ან კოლეგებთან. ასეთ დროს დამაჯერებლად იმოქმედეთ, აწონ-დაწონეთ, სანამ რამეს იტყვით და არგუმენტები მოიშველიეთ. ნოემბერსა და დეკემბერში იგრძნობთ მეტ გამბედაობასა და ძალას. თუმცა, ზოგიერთ პედაგოგში შესაძლოა, ეგოიზმი გაძლიერდეს, რაც ადამიანებთან დისტანციას გამოიწვევს, ამის გამო თქვენ რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის აღარ მოგმართავენ.

კირჩხიბი: 2023 წელი შეიძლება თქვენთვის რთული აღმოჩნდეს. წლის დასაწყისში მოსალოდნელია სირთულეები და პრობლემები თქვენს პირად ცხოვრებაში, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით, წლის პირველ ნახევარში მეტია წარმატების შანსი, 22 აპრილამდე პერიოდი გაზრდის ხელსაყრელი შედეგების მიღების შანსებს. თუ ამ პერიოდში იშრომებთ, წარმატებასაც მიაღწევთ.თუმცა 22 აპრილიდან თქვენ მოგიწევთ კიდევ უფრო მეტად იბრძოლოთ, ვიდრე აქამდე. შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი შრომა სათანადოდ ვერ დაფასდა და ამან შეიძლება დეპრესიაშიც ჩაგაგდოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მუშაობა და არასოდეს დანებდეთ. ასევე, მოსალოდნელია ფსიქიკური დაძაბულობა ოქტომბერში. ამ პერიოდში კირჩხიბ მასწავლებლებს მოუწევთ, დაკავდნენ გარკვეული სახის ფიზიკური აქტივობით გაკვეთილის მიღმა. თუ დაიცავთ ამ რჩევას, თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ასევე იგრძნოთ განახლება. აღსანიშნავია, რომ თქვენ გექნებათ შანსი იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, გექნებათ წინსვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით მათ, ვინც გეგმავს კვალიფიკაციის ამაღლებას. თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ წლის ბოლო სამ თვეში.

ლომი: ლომ მასწავლებლებს ამ წელს მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ. წლის დასაწყისიდან 22 აპრილამდე შესაძლოა რთული იყოს საქმეზე ფოკუსირება თუ ასწავლით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნება, ისტორია, სამართალი, მენეჯმენტი და ა.შ. 22 აპრილის შემდეგი პერიოდი მათთვის იქნება ხელსაყრელი, ვინც პროფესიული წინსვლისთვის გამიცდების ჩაბარებას გეგმავს. მართალია, კურდღლის წელი თქვენგან შრომისმოყვარეობას მოითხოვს, თუმცა შედეგიც არ დააყოვნებს, ნუ გადადებთ თქვენს გასაკეთებელ საქმეს.

ქალწული: ამ წელს ყურადღებით იყავით თქვენს კონკურენტებთან და კოლეგა მასწავლებლებთან. გადაამოწმეთ ნებისმიერი საგანმანათლებლო ინფორმაცია, რომელსაც მათგან იღებთ. 22 აპრილამდე თქვენ მიიღებთ დახმარებას მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან. ისინი გვერდში დაგიდგებიან ნებისმიერი საქმის შესრულებაში, რომელიც ამ დროის განმავლობაში უნდა შეასრულოთ. სექტემბრიდან შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ და ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც გეგმავდით. იმ პირებს, ვინც ასწავლის მათემატიკას, შემოქმედებით თემებს, ხელოვნებას, კულტურას და ა.შ., ამ დროს ორჯერ მეტი მუშაობა მოუწევთ.

სასწორი: 2023 წელი სასწორი მასწავლებლებისთვის კონფლიქტური იქნება. წლის დასაწყისი თქვენთვის ძალიან პრობლემურია, შეიძლება ოჯახისგან  მეტი ზეწოლა იგრძნოთ, რაც სტრესამდე მიგიყვანთ. წლის დასაწყისიდან 30 ოქტომბრამდე შეიძლება დეზორიენტირებული და დაბნეული გახდეთ, რაც თქვენს მუშაობაზეც აისახება. ნუ გარისკავთ არასასურველი კამათით  მოსწვლეებთან ან ხელმძღვანელთან. თავი უნდა შეიკავოთ, რადგან შედეგებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას. კარგი იქნება, თუ კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ დაგეგმავთ, ამის განხორციელების შანსი მოგეცემათ. მასწავლებლებს, რომლებიც ამ წელს კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას განიხილავენ, ხელი შეეწყობათ. გარშემომყოფები იამაყებენ თქვენით.

მორიელი: 17 იანვარიდან პროფესიაში წარმატებები გელოდებათ. გაიზრდება იმ მასწავლებლების რეპუტაცია, რომლებიც რთულ გამოცდებს ჩააბარებენ და პროფესიული წინსვლისთვის სვადასხვა პროექტს განახორციელებენ. შეადგინეთ გეგმები, სადაც ჩამოწერთ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანს და აკონტროლეთ ის. 19 ივნისიდან შესაძლოა საკუთარი თავი ისე ვერ წარმოაჩინოთ, როგორც ელოდით. ამ პერიოდში ოჯახისა და ხელმძღვანელებისგან ზეწოლა გექნებათ, რამაც შესაძლოა ცოტა გულჩათხრობილი გაგხადოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველაზე დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ მიმდინარე წლის სექტემბერში. 4 სექტემბრიდან 24 სექტემბამდე მოსალოდნელი სირთულეები როგორც კარიერაში, ასევე ოჯახში. 16 ნოემბრიდან დაძაბული სიტუაცია განიმუხტება და ხელსაყრელი პერიოდი დადგება.

მშვილდოსანი: 2023 წელი თქვენთვის გარკვეულწილად პრობლემური იქნება. მშვილდოსან მასწავლებლებს შესაძლოა გაუჭირდეთ თავიანთი გეგმების მიღწევა. პირად ცხოვრებაში არსებული სიტუაციები ხელს შეგიშლით კონცენტრაციაში. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ დროს ტყუილად კარგავთ და ერთი და იმავე ადგილს ტკეპნით, რაც მოტივაციას მნიშვნელოვნად დაგიკარგავთ. 30 ოქტომბრიდან სიტუაცია შეიცვლება, იგრძნობთ მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას, რაც  დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ამ პერიოდში გამოცდების ჩაბარებას მარტივად შეძლებთ. წლის მეორე ნახევარი ასევე იმედისმომცემია იმ პირებისთვის, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს ტრენინგ-კურსებზე წასვლას. წლის ბოლო ორ თვეში წარმატების დიდი შანსი გაქვთ. მოგიწევთ შეინარჩუნოთ კონცენტრაცია თქვენს მიზნებზე და თავიდან აიცილოთ მრავალი საქმე, რც ყურადღებას სხვა რამეზე გადაგატანინებთ.

თხის რქა: 2023 წლის დასაყისში მშვენიერი პერიოდი იქნება თხის რქა მასწავლებლებისთვის, რადგან 14 იანვარს მზე თქვენს ნიშანში გადავა ხოლო 7 თებერვალს კი - მერკური, რაც თქვენი გონების დამშვიდებას გამოიწვევს. იანვრიდან 27 აპრილამდე პერიოდი ასევე წარმატებული იქნება ნებისმიერ სფეროში. თუმცა სატურნის რეტროგრადულობის გამო 17 ივნისიდან შეიძლება შეგექმნათ გარკვეული სირთულეები, რაც სააბოლოო ჯამში დიდად არ დააზარალებს 2023 წლის წარმატებულ პერიოდს.

მერწყული: იანვარი და თებერვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მერწყული მასწავლებლებისთვის, საშუალება მოგეცემათ, გასული წლის შრომისთვის დაჯილდოვდეთ. ეს პერიოდი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებაში ან ფინანსურ კეთილდღებაში. ერიდეთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან კამათს. თავი შეიკავეთ სხვების მიმართ უპატივცემულობისგან, რათა თავიდან აიცილონ რეპუტაციის შელახვა. ამ წელს განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია უცხო ენის პედაგოგებისთვის. 22 აპრილიდან გამოწვევები საგრძნობლად შემცირდება და საკუთარი ენერგიის სწორად მართვას შეძლებთ. სრულ მხარდაჭერას იგრძნობთ კოლეგებისა და მოსწავლეებისგან. 17 ივნისიდან მოსალოდნელია პრობლემები პროფესიული თვალსაზრისით. ზაფხულში კი ფინანსური კრიზისი გელოდებათ. სექტემბერში შეიძლება იგრძნოთ მუშაობისთვის არასაკმარისი ენერგია, რაც სამსახურში დაძაბულობას გამოიწვევს.

თევზები: 2023 წელს თევზების ნიშნით დაბადებულ მასწავლებლებს უამრავი სიახლე ელოდებათ. წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ იღბალს. უფრო მეტად იქნებით ორიენტირებული სწავლაზე და გამოცდებზე, რაც გამოიწვევს თქვენი ცოდნის გაღრმავებას. 22 აპრილიდან პერიოდი იღბლიანია კარიერული თვალსაზრისით. თუ თქვენი საქმე გიყვართ, ამ წელს ნამდვილად დაჯილდოვდებით. ივნისში მოსალოდნელია სირთულეები, გადაღლა და დემოტივირება. თუ არ დანებდებით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება