სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
25-11-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ხშირად ერთვებიან. 

მეათე კლასის 6 მოსწავლე - ჯაბა ითაშვილი, ქეთევან ითაშვილი, ლანა ითაშვილი, მარიამ კანდელაკი, ანა ბედიანაშვილი, მარიამ აბაშიძე, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის ქეთევან ჩინაშვილის ხელმძღვანელობით სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში - „კამათის ხელოვნება“ მონაწილეობდნენ. მისი დასკვნითი ტური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეთა დებატებს დაეთმო. 

აღნიშნული პროექტი 1 კვირა გაგრძელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში არგუმენტირებულ კამათის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას, ასევე, მათ სწორად გამოყენებას, კომპრომისის ნახვასა და შეთანხმებას.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ გამოწვევას, კომისიის წევრების შექებაც დაიმსახურეს და პროფესორების ფავორიტ მოსწავლეთა შორისაც მოხვდნენ (ანა ბედიანაშვილი). 

მათი კლასის ხელმძღვანელები ეკატერინე გელაშვილი და ქეთევან ჭიჭიკოშვილი არიან.

მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. მოსწავლეები და მშობლები მადლობას უხდიან სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება