სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დასუფთავების მნიშვნელობაზე საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და სკოლის ეზო დაასუფთავეს
15-11-2022
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის ვაზიანის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას ატარებენ. ბოლო აქტივობის ფარგლებში კი მოსწავლეებმა ყურადღება სუფთა გარმოზე გააკეთეს.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. ჯანსაღი ცხოვრება კი, სუფთა გარემოდან იწყება. სწორედ ამ მიზნით, მე-12 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის,  ფიქრია ლოხიშვილის დახმარებით  გარემოს დასუფთავებაში საკუთარი წვლილის შესატანად შეადგინეს  საინფორმაციო ბუკლეტი „ერთად დავიცვათ და დავასუფთაოთ გარემო“.

ბუკლეტზე დატანილი ინფორმაციით  მოუწოდეს თანატოლებს და ადგილობრივ თემს გარემოს დასუფთავებისკენ. ბუკლეტების გავრცელებაში ხალისით ჩაერთნენ  მე-8-9 კლასების მოსწავლეები. რომლებმაც ბუკლეტები თანასკოლელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს და გარემოს დასუფთავებისკენ მოუწოდეს.  

ღონისძიება დაგვირგვინდა დასუფთავების აქციით. რომელშიც  მე-5-6-7 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ მასწავლებლების, ფიქრია ლოხიშვილის და მარინე დვალიძის  ხელმძღვანელობით გულმოდგინედ დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და გადაწყვიტეს ეს აქტივობა ტრადიციად დაამკვიდრონ", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება