სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N120 სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე „კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი მოქმედებს
04-11-2022
-
+


თბილისის N120 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრაზე ურთიერთთანამშროლობის ეფექტური სტრატეგია ე. წ. „კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი მოქმედებს. 

ის სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ითვალისწინებს.

 ამ მიზნით ,V2 კლასში, საგან „ჩვენი საქართველოს“ კათედრის წევრი, „კრიტიკული მეგობარი“, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - თეა გოგოლაძე დაესწრო. გაკვეთილზე კლასის დამრიგებელი ეკატერინე სუხიშვილიც იმყოფებოდა. 

თავად საგაკვეთილო პრეცესს ისტორიის პედაგოგი ნონა ხეცურიანი უძღვებოდა. მისი თემა იყო „ჩემი მხარის ძეგლები“. მოსწავლეებმა, თავიანთ მხარეში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ, კლასის წინაშე პრეზენტაცია წარადგინეს. იმუშავეს ჯგუფებში, მოიძიეს ინფორმაცია, ამობეჭდეს მათთვის საინტრესო ძეგლების ფოტოები და გააკეთეს ჩანახატები. მოსწავლეებმა ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. 

ბოლოს, შედგა გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა „კრიტიკულ მეგობართან“, სადაც გაკეთდა დაკვირვების შედეგების ერთობლივი ანალიზი, შეფასდა და შეჯამდა გაკვეთილი.

„ეს მიდგომა ერთ-ერთი ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ფორმაა სკოლის ბაზაზე პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, სადაც კათედრის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და სახავენ პრობლემების გადაჭრის გზებს.
აღნიშნული მეთოდი საინტერესოა და იგი პედაგოგს ეხმარება გარედან შეხედოს თავის სამუშაო პროცესს და გააანალიზოს პრობლემები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება