| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორთან, ქეთევან ველთაურთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა გრძნობისა“.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- მუდმივ განვითარებას, სიახლეებისადმი ფეხის აწყობას, ახალი გამოწვევების დაძლევას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ულევ ფანტაზიას.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- გულწრფელობის, ემპათიისა და ნდობის არსებობა.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- იქ სადაც სიმკაცრე არ სჭრის, მიახმარეთ ღიმილი.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- ის, რომ სითბო და ყურადღება ყველას მიმართ თანაბრად გადაანაწილო, ყველა სიტუაციაში შეინარჩუნო ობიექტურობა.
- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი საქმისადმი სიყვარული, ის, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ჩემი ქვეყნის მომავლის შენებაში, ახალი თაობების პატრიოტულ-მოქალაქეობრივ აღზრდაში.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- ვხედავ ჩემი შრომის შედეგს, მოტივირებულ პედაგოგებს, ხალისიან, ბედნიერ და განათლებულ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა