სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა 
31-10-2022
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულში აქტიურად ჩაერთო. 

მოსწავლეებმა აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ისაუბრეს, შექმნეს პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, კედლის გაზეთები და დაწერეს ესსე.

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ესსე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

,,ყალბი ინფორმაციის საშიშროება“

ნათქვამია, „რაც შენი თვალით არ გინახავს და შენი ყურით არ გაგიგონია, არ დაიჯერო.“ ამ სიტყვებს, ბერმა გაბრიელმა დაუმატა, რომ ხშირად თვალით ნანახიც და ყურით გაგონილიც არ დაიჯერება, რადგან, შეიძლება ერთმაც მოგვატყუოს და მეორემაც. წარმოიდგინეთ, როგორი წინდახედული და ბრძენი წინაპრები გვყავდა. საინტერესოა, ახლა, ისინი, ამ ეპოქაში რომ მოხვედრილიყვნენ, ამდენ ცრუ და მართალ ინფორმაციას როგორ გაარჩევდნენ ონლაინ სივრცეში? დარწმუნებული ვარ, ისინი, აქაც გონივრულად მოიქცეოდნენ და ყოველთვის გადაამოწმებდნენ ინფორმაციას პირველ წყაროსთან და ავტორთან. გაიგებდნენ, რამდენად სანდოა, ესა თუ ის ამბავი...

ჩემს თაობასაც ამას ვურჩევ. ნებისმიერი დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მიღმა, ხომ კონკრეტული ადამიანები დგანან. წარმოიდგინეთ, არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, როგორ ნადგურდება და იღებს სტრესს პიროვნება. ის, ვერაფრით ახერხებს სიმართლის მტკიცებას, რადგან ამბავი ელვის სისწრაფით ვრცელდება - გვერდიდან გვერდზე, პროფილიდან პროფილზე. შემდეგ, ამ ფეიკნიუსების ქვეშ, თავს იყრიან ტროლები და ბოტები. რაც, კიდევ უფრო აძნელებს სინათლისკენ გამოცურვას. ჩვენს ქვეყანაში, ამის უამრავი მაგალითია: (...) ამ ყველაფერს კი, ხელს უწყობს ისიც, რომ ადამიანები ინფორმაციას არასწორად იგებენ. ზოგჯერ, მხოლოდ სათაურს კითხულობენ, მის აზრს ვერ წვდებიან და თავისებური ინტერპრეტაციით ავრცელებენ. ვფიქრობ, ყალბი ინფორმაციები 21-ე საუკუნის დაავადებაა. კი, ძალიან ძნელია ტყუილის და მართლის გარჩევა, მაგრამ ყველანაირად უნდა შევძლოთ ჩვენ ეს. არ უნდა გავხდეთ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი, ან გამავრცელებელი. GOOGLE image search და tineye.com საიტებით ადვილად დავადგენთ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი.

ამრიგად, ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება, რამდენად რეალურია ესა თუ ის კარგი, ან ცუდი ამბავი. ღირს, სოციალურ ქსელში, მისი გაზიარება?გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ ადამიანების გულისტკენაში ჩვენი დეზინფორმაციის გავრცელებით? დავფიქრდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენც. არ მოვახდენინოთ საზოგადოებაზე ნეგატიური ზეგავლენა ჩვენგან გაფრენილ ყალბ ინფორმაციებს. მითუმეტეს, 21-ე საუკუნეში, ადვილია ინფორმაციის მიღების გზების გადამოწმება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ესსეში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება