სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული გამორჩეულად მიულოცეს
05-11-2026
-
+


27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებს გამორჩეული სიურპრიზი მოუწყვეს. 

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი, რომელიც გაფორმდა თბილი მილოცვებითა და დაწყებითი I-IV კლასების მოსწავლეების მიერ გაფერადებული ნახატებით თემაზე - „ჩემი მასწავლებელი“. 

აღნიშნული აქტივობით მოსწავლეების დაინტერესებაზე და მათ მიერ მასწავლებლებისათვის პროფესიული დღის, ასე თბილად მილოცვაზე იზრუნა ამავე სკოლის მასწავლებელმა/საქმის მწარმოებელმა მარინა გელაძემ, რომელიც კიდევ ერთხელ ულოცავს მასწავლებლებს აღნიშნულ დღეს:

„მე, როგორც ამ იდეის ავტორი და ამავე სკოლის კედლებში, თქვენ მიერ აღზრდილი, დღეს უკვე თქვენი (უმრავლესობის) კოლეგა, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუერთდები ჩვენი მოსწავლეების გულთბილ მილოცვებს და გისურვებთ, არ მოგკლებოდეთ მოსწავლეების სიყვარული, დაფასება და წარმატებები“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის - რა წერია კანონში და როდის, რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება