| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ და გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
22 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ყველა პირველკლასელმა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის ეზოში დარგო ნერგი.
„გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა პროექტში - „ჩემი პირველი ნერგი“. ყველა ადამიანი თუნდაც ერთ ნერგს თუ დარგავს და მოუვლის, ჩვენი გარემო უფრო სუფთა და ჯანსაღი გახდება. ამ პროექტის მთავარი მიზანი გარემოს გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების შემცირება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ამგვარი საქმიანობა გვასწავლის გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობას და ბუნებისადმი პატივისცემას.
ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ. ყოველი დარგული ხე საუკუნოვანი სიცოცხლეა“, - ამბობს პირველი კლასის დამრიგებელი მაია ბურდული.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს და ერთად ქმნის უფრო მწვანე საქართველოს.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა