| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტით ესტუმრნენ ტექნოლოგიურ ჰაბს, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს გაეცნენ.
ვიზიტის მიზანი იყო ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და მათი საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების პერსპექტივების გააზრება.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თანამედროვე ტექნოლოგიურმა სივრცემ და პრაქტიკულმა აქტივობებმა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიზიტი საინტერესო, შთამბეჭდავი და ახალი იდეებით დატვირთული აღმოჩნდა. შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ინტეგრირება თანამედროვე განათლებაში. მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, სიახლეებისადმი ინტერესისა და შემოქმედებითი მიდგომების გაძლიერებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა