სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“- ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
27-10-2022
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ღონისძიება შემოდგომას მიუძღვნეს. უფროსკლასელებმა ისაუბრეს მაჩხაანის ისტორიულ წარსულზე, პატარებმა ლექსები წაიკითხეს. საშემოდგომო ზეიმის მიმდინარეობაში ყველა უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერსით ჩაერთო. მოსწავლეებმა დრო ნაყოდიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ახალი შენობა მიმდინარე სასწავლო წელს საზეიმოდ გაიხსნა. 

„თანამედროვე სტანდარტებით აგებული ულამაზესი ქართული ჩუქურთმებით გაწყობილი სკოლა გულს უხარებს დიდებსაც და პატარებსაც.
შემოდგომამ თავისი ფერები შეჰმატა საერთო განწყობას და ოქტომბერი ისე როგორ ჩაივლიდა, რომ ახალ სივრცეში შემოდგომის მობრძანება არ ეზეიმათ. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა და აი, ხალიჩებითა და ფარდაგებით მორთულ ეზოში, ასწლოვანი კაკლის სიახლოვეს, კიდევ ერთხელ გაისმა კახური „მრავალჟამიერი“, უფროსკლასელებმა ისაუბრეს მაჩხაანის ისტორიულ წარსულზე, პატარებმა ლექსები წაიკითხეს შემოდგომაზე, უმღერეს  ყვითელ ფოთლებს და თან ჩუმად აპარებდნენ თვალს თათარის ქვაბისკენ, სადაც ვენერა ბებო უკვე ავლებდა ძაფზე ასხმულ ჩურჩხელებს - სწორედ ის ეგულებოდათ დამსახურებულ ჯილდოდ.
ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც კახურ შემოდგომას შეეფერება და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება