სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სადიაგნოსტიკო ტესტირება სკოლებში ორჯერ უნდა ჩატარდეს - სამინისტრო
19-10-2022
-
+


განათლების სამინისტრო, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებს რესურსებს სთავაზობს, რათა პედაგოგები გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებზე.

ამჯერად საუბარია სადიაგნოსტიკო შემაჯამებლებზე მათემატიკაში. სამინისტროს რეკომენდაციით, სასურველია ის ჩატარდეს სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს.

„სასწავლო ერთეულის დაწყებამდე სასურველია მოსწავლეებს აწერინოთ ე.წ. პრე-ტესტი,  წინა კლასის მასალიდან, კონკრეტული სამიზნე ცნების შესაბამისად,  რომლის მეშვეობით მარტივად დაადგენთ ახალი მასალის დაწყებამდე, წინარე ცოდნიდან რა ახსოვს  მოსწავლეს, რა იცის, სად სჭირდება დახმარება; სასწავლო ერთეულის შემდეგ კი სადიაგნოსტიკო მოკლე  ქვიზით, შეამოწმებთ, აქვს თუ არა მოსწავლეს პროგრესი. 

VII-IX კლასებისთვის არის ორი ტიპის სადიაგნოსტიკო შემაჯამებელი; ერთი რომელიც მეტად ამოწმებს  ცნებებს/ქვეცნებეს, საკითხებს და პროცედურულ ცოდნას; მეორეში არის კომპლექსური ტიპის დავალებები (რომელიც შეგიძლიათ წლის ბოლოს სრულად აწერინოთ“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

შეგახსენებთ, რომ სადიაგნოსტიკო შეფასება მოსწავლეებს ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის ბოლოს უნდა ეწერათ, თუმცა ვერ მოესწრო, ახლა კი სამინისტროში აცხადებენ, რომ საყოველთაო ტესტირების ჩატარების თარიღი გაურკვეველია და ვადებიც არ არის გაწერილი.

სადიაგნოსტიკო ტესტები სრულად იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება