სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო“- ზუგდიდის, აბაშის, კასპისა და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ ცნობილია
03-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის ზუგდიდის, აბაშის, კასპისა და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ოდიშის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი გულორდავა;

➤ „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - საგვაზავოს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ზურაბი ბოკუჩავა;

➤ „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - დოესის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლანდა სიდამონიძე;

➤ „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე გიორგი ქოქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს  „ეტალონი მოსწავლეები“, დირექტორები და პედაგოგები უზიარებენ.

მამუკა ბულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგამნანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: 

ინტელექტ-ჩემპიონატში ოდიშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გულორდავამ გაიმარჯვა. „ეტალონი“ ელექტრონულად იმართებოდა. ვფიქრობ, რომ მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით, აქტიურად, ჩაერთნენ. ტესტირების პროცესმა, როგორც ყოველ წელს, ახლაც, ტრადიციულად, ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ ცოდნასა და უნარებს ამოწმებს. ისინი ტესტირებისთვის აქტიურად ემზადებიან, ცდილობენ, მეტი წაიკითხონ და წარმატებას მიაღწიონ. 

გიორგი გულორდავა - „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“:

ტესტირების შესახებ მასწავლებელმა შეგვატყობინა, მეც დავრეგისტრირდი და როგორც შემეძლო, მოვემზადე. ზოგადი ინფორმაცია გადავიკითხე, ძირითადად, ლიტერატურიდან. „ეტალონში“ მონაწილეობის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოვლინდა ჩემი ცოდნის დონე, თუ რამდენად ვსწავლობ სკოლის პროგრამას. ფინალისთვის ახლა მეტად მოწადინებული ვარ. ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. 

ქეთო კიკალიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ნამდვილად ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. მოსწავლეების დაინტერესება მაღალი იყო. ვფიქრობ, რომ გამარჯვება ღირსეულმა მოიპოვა. გიორგი ათოსანი, მოწესრიგებული  მოსწავლეა, სხვა მხრივაც ძალიან აქტიურია - სპორტსმენია, ფეხბურთს თამაშობს. მიხარია, რომ ღირსეულმა ღირსეული შედეგი დააფიქსირა. ეს ჩვენი სკოლისა და ბავშვებისთვის ნამდვილად სტიმული იქნება, რათა კარგად მოემზადონ და კიდევ უფრო მეტი გახდეს წარმატებული.


ნინო ჩიტაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენთვის ნებისმიერი მოსწავლის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. კონკრეტულად გიორგი გულორდავა, სკოლაში მოსვლის დღიდან განსაკუთრებული ინტერესითა და სწავლის სურვილით გამოირჩეოდა. ეს კი შედეგზეც აისახა. მოსწავლეები ტესტირებისას ინდივიდუალურად ისხდნენ და ტესტები ისე შეასრულეს. ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.


ლანდა სიდამონიძე - „კასპის ეტალონი მოსწავლე“:

საერთოდ არ ველოდი, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი. საკუთარი ძალების მოსასინჯად დავრეგისტრირდი. ტესტირებისთვის წინასწარი მომზადება არ გამივლია. გამარჯვების შემდეგ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. ჩემთვის მიღწეული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. „ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი.

იზოლდა ციცაგი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საჯარო სკოლის დირექტორი: 

რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა აღზრდილმა მოსწავლემ ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამის ფასი არაფერი არ არის, მთელი პედაგოგიური კოლექტივი აღფრთოვანებული და გახარებულია. რაც შეეხება თავად მოსწავლეს, ის ძალიან მონდომებული, ბეჯითი და აქტიურია. გასული სასწავლო წელი ათებზე დაამთავრდა, მხოლოდ ერთი 9-ანი ჰქონდა, ამიტომაც კომპიუტერი ვერ მიიღო, თუმცა თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით შესაძლებლობები დაამტკიცა და „ეტალონში“ თავი გამოიჩინა. მისმა შედეგმა უდიდესი სიხარული მოგვიტანა. მისი წარმატება ყველა მოსწავლისთვის მოტივაციის მიმცემია, რათა მომავალ სასწავლო წელს კიდევ უფრო კარგი შედეგი დადონ. პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რაც „ეტალონი“ ტარდება და ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, უმეტეს შემთხვევაში, ისინი პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ.

ნაზიბროლა თაბუაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ველოდი, რომ ლანდაც და სხვა მოსწავლეებიც წარმატებას მიაღწევდნენ. ის ძალიან კარგი, მობილიზებული, შრომისმოყვარე, ბეჯითი მოსწავლეა, რომელიც კარგად და სხარტად აზროვნებს. ამიტომაც მის წარმატებას ველოდი. ლანდა სიდამონიძის მიერ მიღწეული შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტში პირველი ადგილის დაკავება ყველა მოსწავლისა და პედაგოგისთვის ნამდვილად ძალიან სასიხარულოა.

მერაბ მიგინეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: 

ჩვენს მუნიციპალიტეტში პირველი ადგილი ზურაბ ბოკუჩავამ დაიკავა. „ეტალონი“ უკვე ტრადიციდქცეული ინტელექტ-ჩემპიონატია. შეიძლება ითქვას, რომ სკოლები მასში რესურსცენტრების ჩართულობის გარეშე მონაწილეობენ - მათ „ეტალონისკენ“ გზა დამოუკიდებლად გაიკაფეს. მათ თქვენთან იმდენად მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რომ აქეთ გვეხმიანებიან და გვეკითხებიან საქმის კურსში ვართ თუ არა. ტესტირება ყველა სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე სკოლაში ჩვენც მივედით და პროცესის მიმდინარეობას გავეცანით. აშკარად ჩანს, რომ მოსწავლეთა დონე გაიზარდა, ტესტები გართულდა და „ეტალონი“, ტრადიციულად, საინტერესო აქტივობას გვთავაზობს. ის უკვე ჩვენი „ეტალონია“ - იმდენად ახლობელი გახდა, რომ სწორედ ასე მოვიხსენიებთ. 

ზურაბ ბოკუჩავა - „აბაშის ეტალონი მოსწავლე“

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი. ტესტირებისთვის წინასწარ ვემზადებოდი და მონდომებული ვიყავი. გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მეტად თავდაჯერებული გავხდი. ახლა უკვე ფინალური ეტაპისთვისაც დავიწყე მომზადება.

რამინ ჯალაღონია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ზურაბ ბოკუჩავა ბეჯითი, ნიჭიერი, მონდომებული და შრომისმოყვარე მოსწავლეა. ჩვენ „ეტალონში“ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. რამდენიმე წლის წინ ჩვენი მოსწავლე ზედიზედ მეორე ადგილზე გავიდა. მართალია, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან მაღალია. მათ სურვილი აქვთ, რომ წარმატებას მიაღწიონ და ამისთვის შრომობენ.


გიორგი ქოქიაშვილი - „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი, შესაბამისად, გამოცდილება მქონდა. მინდოდა, რომ კარგი შედეგი დამეფიქსირებინა. მაინცდამაინც იმის ამბიცია არ მქონდა, რომ „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ მე გავხდებოდი, მაგრამ ამის სურვილი და შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იყო. მიღწეული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არ არის ბევრი ასეთი შეჯიბრი, რითაც მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება ექნება. „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მიღება ჩემთვის ძალიან გასახარია, ამ გამარჯვებამ უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა.

მანანა გოგოლაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეების ნებისმიერი წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როდესაც ეს უფროსკლასელებს, საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეეხება. თავად გიორგი ძალიან წარმატებული, ათოსანი, მონდომებული, ზრდილობიანი და პასუხისმგებლობის მართალი გრძნობით დაჯილდოებული მოსწავლეა. მსგავს პროექტებში მონაწილეობა ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ გვყავდა მოსწავლე სოფო ქურდაძე, რომელმაც პროექტში ასევე დიდ წარმატებას მიაღწია. „ეტალონში“ - ამ ძალიან კარგ პროექტში, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი კარგი პროექტის ორგანიზებისთვის.

გალინა დუღაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის პედაგოგი:

გიორგი ძალიან მშრომელი, ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეა. პირადად მე, მის წარმატებას ნამდვილად ველოდი. მან „ეტალონში“ თავისი ნიჭი წარმოაჩინა. პირველი ადგილი ძალიან სასიხარულოა - მეც ბედნიერი ვარ, მოსწავლეც და მშობელიც. ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება სხვა მოსწავლეებისთვისაც მოტივატორი იქნება. ნებისმიერი მათგანის წარმატება, დანარჩენებისთვის ნამდვილად მოტივაციის მიმცემია. დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“.



ასევე იხილეთ:

2022 წლის ზუგდიდის, აბაშის, კასპის და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

ეტალონი“ სასკოლო ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია“-I ეტაპი ზუგდიდის, კასპის, აბაშის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთათვის ჩატარდა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ზუგდიდი, კასპი, აბაშა, რუსთავი

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში, მათ წარადგინეს ლიტერატურული პოეზიის ნიმუშები, შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები და საცეკვაო ნომრები



ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მიწვეული სტუმრები, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ
სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება