სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ სასკოლო ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია“-I ეტაპი ზუგდიდის, კასპის, აბაშის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთათვის ჩატარდა
29-09-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

28 სექტემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ზუგდიდის, კასპის, აბაშის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ.

შახალ ისმაილოვი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ დაახლოებით 5 წელია აქტიურად ვართ ჩართულები. პროექტში მონაწილეობით მეც, პედაგოგები და ბავშვები ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენთან ძირითადად აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები სწავლობენ და მათთვის პროექტი ენობრივი განვითარებისთვისაც შესანიშნავი საშუალებაა. ასევე იღებენ დამატებით განათლებას, ივითარებენ ლოგიკურ უნარებს და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან.

დარეჯან ჭიხინაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონში“ უკვე დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული და გამარჯვებული მოსწავლეც გვყავს. ბავშვებისთვის პროექტი საზოგადოებრივი აქტივობისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. მისი საშუალებით ბავშვები ასევე ცოდნის გადამოწმებას ახდენენ და წარმატების შემთხვევაში უდიდესი სიამოვნებაა. მე პირადად ჩვენი სკოლის მონაწილეობით კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ბავშვები ხალისით ერთვებიან.

ლელა ჩერქეზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში ჩემი ბავშვების აქტიური მონაწილეობით კმაყოფილი გახლავართ და დაინტერესებული ვარ მათი ჩართულობით. წელს, ზუსტად ის სამიზნე ჯგუფი მონაწილეობდა, რომელზეც ვფიქრობდი ტესტირებაში მონაწილეობა აუცილებლად მიეღოთ. ჩართულობის ინიციატივა თავად ბავშვებისგან მოდიოდა, რაც ძალიან მახარებს. „ეტალონთან“ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. ზოგადად, საგაკვეთილო პროცესის 45 წუთი, რაც არ უნდა კარგი და შედეგიანი აქტივობებით იყოს დატვირთული საკმარისი არ არის. უკეთესის მისაღწევად საჭიროა - არაფორმალური განათლება და დამატებითი აქტივობები, რასაც სწორედ ეს პროექტი ემსახურება. პროექტში ყველაზე მეტად ტესტები მომწონს, რადგან იმდენად დახვეწილი, განსხვავებული და მრავლისმომცველია, რომ წინა წლების კითხვები ამოვბეჭდე. თავად მასწავლებლებიც ე.წ. „მრგვალი მაგიდის“ გარშემო ვეცნობით და ვარჩევთ. „ეტალონის“ ტესტები ზუსტად მოსწავლეზეა მორგებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ბავშვისთვის სრულიად უფასოა.


ზაზა პიტავა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დაახლოებით 5-6 წელია, რაც ჩართულები ვართ. მოსწავლეები ყოველთვის დიდი ხალისით და ენთუზიაზმით მონაწილეობენ. პროექტი მათთვის საუკეთესო საშუალებაა დამოუკიდებლად აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს. ისინი პირდაპირ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულები. წელს, ვინც ჩაერთო ყველამ ძალიან მაღალი ქულა აიღო, რითიც პირადად მე გახარებული ვარ. განსაკუთრებით ის არის სასიამოვნო, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურად მუშაობდა. პროექტი ბავშვებისთვის დიდი სტიმულია. აღნიშნულ პროექტში ყოველთვის ხალისით ჩავერთვებით.

რიტა გოგიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონში“ მისი დაარსებიდან ჩართულები ვართ. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ, მოსწონთ და შესაბამისად, შედეგებზეც გავდივართ. ბავშვები მონაწილეობის მისაღებად ძალიან არიან მოტივირებულები რაც პირადად მე მახარებს. „ეტალონს“ მათ სასკოლო ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველ რიგში ინტელექტუალურად ვითარდებიან. მოცემული ტესტები მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებთან და საგნებთან არ არის დაკავშირებული, რაც დამატებით ინტერესს იწვევს. პირველი ეტაპზე წელსაც ძალიან ხალისიანად მონაწილეობდნენ და პროექტის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. ვფიქრობ, მოსწავლეები პროექტში უნდა ჩაერთონ, რადგან ახდენენ ცოდნის მობილიზებას. წელსაც ვუყურებდი, რომ ინდივიდუალურად მუშაობდნენ, რაც უდაოდ შედეგზე გამსვლელია.

პაატა რურუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვები პროექტში მონაწილეობის მისაღებად ძალიან მოტივირებულები არიან. ტესტირების შეკითხვებიც ძალიან კარგი იყო. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ უკვე რამოდენიმე წელია ჩართულია და თანამშრომლობას კვლავ განვაგრძობთ. პროექტი საუკეთესო საშუალებაა, რათა მოსწავლეებმა დამატებითი ცოდნა მიიღონ. ჩემპიონატში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის არის, ფაქტობრივად ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.


გოგი თოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველივე წლებიდან აქტიურად არის ჩართული. მოსწავლეები ყოველ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან პროექტის დაწყებას. ჩემპიონატში მონაწილეობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ, ამტკიცებენ, რომ ნამდვილად სწავლობენ და ამით მოტივაციას იზრდიან. ვფიქრობ, ბავშვები მონაწილეობით პედაგოგებს იმ შრომას უფასებენ, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში სწევენ. 

ლულა ხვიჩავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში ჩვენი მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად და ენთუზიაზმით მონაწილეობენ. ბავშვებს წელსაც ძალიან გაუხარდათ ჩემპიონატში ჩართვა და მოუთმენლად ელოდნენ ტესტირების დაწყებას. ვფიქრობ, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საუკეთესო საშუალებაა აიმაღლონ ინტელექტი. ძალიან მახარებს, რომ აინტერესებთ რა კითხვები მოდის ხოლმე. პროექტში მონაწილეობით ბავშვები კრიტიკული აზროვნების უნარებს ივითარებენ. ასევე, სწავლობენ სწრაფ აზროვნებას და კითხვებზე პასუხის გაცემას.

მარინა ცარციძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დაწყებას მოსწავლეები წელსაც დიდი ხალისით ელოდნენ. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც პროექტში აქტიურად ვართ ჩართულები, ასევე ჩვენი მოსწავლეები izrune.ge-ს პლატფორმასაც იყენებენ. ბავშვებს ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობით სურვილი უჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ, როდესაც კარგ შედეგებს იღებენ თვითონაც აღფრთოვანებულები არიან. პროექტში მონაწილეობა თითოეული ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ნინო ბეგაძე, აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონში“ დიდი ხანია აქტიურად ჩართულია და მოხარულები ვართ, რომ წელსაც მოგვეცა მონაწილეობის საშუალება. ბავშვები პროექტის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ დილიდანვე გვეკითხებოდნენ, რომელ საათზე შეძლებდნენ კომპიუტერების ოთახში შესვლას და ტესტის გავლას. წლევანდელი აქტიურობით და მონაწილეობით კმაყოფილები ვართ, ვნახოთ შემდეგ ეტაპებს როგორ გადალახავენ და ფინალამდე მივლენ... ზოგადად „ეტალონი“ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტია. თავად, Etaloni.ge, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში ყველა სიახლეს განიხილავს ვფიქრობ, ჩვენი სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო საინფორმაციო პორტალია.

რაც შეეხება თავად საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მას სულ სხვა დატვირთვა აქვს. იგი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ჩვენი ბავშვები ინტელექტუალური კონკურსებით განებივრებულები არ არიან. წლევანდელ ტესტირებას როდესაც ვუყურებდი ვხედავდი, რამდენად სწრაფად რეაგირებდნენ, აზროვნებდნენ პასუხის გასაცემად, რაც აღსანიშნავი ფაქტია. პროექტში მონაწილეობით ბავშვები, როგორც სისწრაფეს ასევე გონებრივ შესაძლებლობებს ივითარებენ. მოსწავლეებს, როდესაც ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ ხვდებიან, რომ ძალიან ბევრი უნდა იკითხონ და იმეცადინონ.

ნელი ლიქოკელი, ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა პროექტის დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული. ახლა, მონაწილეთა რაოდენობა უფრო მასშტაბური გახდა. მოსწავლეები „ეტალონის“ დაწყებას ყოველთვის მოუთმენლად ელიან. როგორც ინფორმაციას ვფლობ ერთმა მოსწავლემ გადალახა პირველი ეტაპი. ვფიქრობ, პროექტი მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის და მათი ცოდნის ხარისხისთვის მნიშვნელოვანი აქტივობაა. ყოველთვის ძალიან მახარებს ბავშვების აქტიურობა. კმაყოფილი ვარ, რომ თავად მოსწავლეები გამოთქვამენ ჩართვის სურვილს. ბავშვებისთვის ისიც ძალიან დიდი სტიმულია, რომ სპეციალურ სიგელებს იღებენ, რაც სწავლისადმი დაინტერესებას კიდევ უფრო ზრდის. ყველაზე კარგი კი ის, არის რომ მაქსიმალურად მობილიზებულები არიან ჩართვისა და ცოდნის მიღებისთვის. 

მამუკა ხამხაძე, ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც კი „ეტალონი“ დაიწყო მას შემდეგ ჩვენი მოსწავლეები მასიურად მონაწილეობენ. ინტერესი ყოველთვის დიდი იყო და შემდეგ ეტაპებზე გადასული მოსწავლეების რაოდენობაც მაღალი. პრაქტიკულად ბავშვები ათეულში ყოველ წელს ხვდებიან ხოლმე. ბავშვები აღნიშნული პროექტის საშუალებით სწავლობენ თუ მათი ცოდნის ზღვარი სადამდე გადის... ეს არის აზროვნების და ზოგადი განათლების შესანიშნავი პლატფორმა. ასევე თავად პროცესი - შეჯიბრებითობა ბავშვებს დიდ სტიმულს უქმნის. საუკეთესოთა შორის მოხვედრის სურვილი დამატებითი პრიორიტეტია და ამიტომ, ბევრი მიზეზი არსებობს თუ რის გამო ერთვებიან ჩვენი მოსწავლეები ასე აქტიურად. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე წელსაც მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი ბავშვები კვლავ წარმატებას მიაღწევენ.

თამარ გოგაძე, რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში ჩვენი სკოლა უკვე წლებია, რაც აქტიურად არის ჩართული. იყო პერიოდი, როდესაც „ეტალონის“ ფინალური ჩემპიონატები დასწრებით ფორმატში ჩვენს სკოლაში იმართებოდა. მოხარულები ვართ, იმ მზარდი აქტივობით, რომელიც პანდემიის დასრულების შემდგომ ჩვენი მოსწავლეების მხრიდან შეინიშნება. ბავშვები წელსაც ძალიან ელოდებოდნენ ჩემპიონატს დაწყებას. „ეტალონთან“ ყოველთვის სიხარულით ვთანამშრომლობთ. წელსაც, პირველი ეტაპის შედეგებით კმაყოფილი ვარ, ვიცი მეორე ეტაპზე ბევრი გადავიდა. ზოგადად, ქართველი ბავშვები ინტელექტუალური ჩემპიონატებით განებივრებულები არ არიან და ეს პროექტი საგანმანათლებლო კუთხით უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ბავშვებისთვის იგი თვალსაწიერის გაფართოებისთვის კარგი შესაძლებლობაა. „ეტალონს“ სხვა საგანმანათლებლო პროექტებისგან განსხვავებული ნიშა უკავია. იგი უფრო მეტად არის ორიენტირებული მოსწავლეების ინფორმაციის შეცნობის სურვილი გააღვივოს, რამეთუ კონკურსი ძირითადად ზოგად ცოდნაზე დამყარებული და არა მხოლოდ დეკლალირებულ დისციპლინებზე, რომლებსაც ბავშვები სასკოლო ცხოვრებაში გადიან.


ასევე იხილეთ:

ზუგდიდის, კასპის, აბაშის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ზუგდიდი, კასპი, აბაშა, რუსთავი

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეებიც მონდომებით ჩაერთნენ, ისინი მასწავლებელს ყურადღებით უსმენდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება