სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ათავისუფლებენ აღმზრდელის 36 თანაშემწეს - წალენჯიხის 35 ბაღს 1 დარაჯი, 2 მრეცხავი და არც ერთი დამლაგებელი ჰყავს
21-09-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაღებთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ ღიაა - პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

5 სექტემბერს შევხვდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, სადაც მოვითხოვეთ ბავშვთა რაოდენობა, საშტატო ნუსხა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები. შეხვედრაზე ჩვენი გაოცება გამოიწვია უპასუხოდ დარჩენილმა შეკითხვებმა და არაკომპეტენტურმა პასუხებმა, მათ შორის იმან, რომ საშტატო ნუსხა ვერ წარმოადგინეს.

აღსანიშნავია ერთი კურიოზული გარემოებაც, რეფორმის დაწყებას მერია აპირებდა ბავშვთა გამოცხადების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით - 491 ბავშვზე. ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ რეგისტრირებულ ბავშვთა ოდენობის დადგენას დასჭირდება ერთი წელი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა რაოდენობა არის ძირითადი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს თითოეულ ბაღში პერსონალის რაოდენობა, მათ შორის თანაშემწეების.

1) ცრუობს წალენჯიხის მერი, როდესაც აცხადებს, რომ მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა საბუთი:

2) ცრუობს წალენჯიხის მერი, როდესაც აცხადებს, რომ ჩვენ დავტოვეთ კომისია.

3) ცრუობს წალენჯიხის მერი როდესაც აცხადებს, რომ შემცირებული თანაშემწეების ჩანაცვლება არ მოხდება.

თითოეული პუნქტის მიხედვით განგიმარტავთ შემდეგს:

1) 8 სექტემბრის წერილობითი მიმართვის შემდეგ, მხოლოდ 16 სექტემბერს მივიღეთ წალენჯიხის მერიიდან საშტატო ნუსხა, არა საბავშვო ბაგა-ბაღების მიხედვით, არამედ მთლიანობაში მუნიციპალიტეტის ააიპ-ში დასაქმებულების, ასევე, ბავშვთა რაოდენობის შესახებ დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიხედვით მიმდინარე წლის 1 სექტემბრისთვის რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 921-ია. ასევე, საშტატო ნუსხის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ 35 საბავშვო ბაღში დასაქმებულია მხოლოდ 13 მზარეულის თანაშემწე, ნაცვლად 35-სა, მხოლოდ 2 მრეცხავი, ნაცვლად 35-სა, მხოლოდ ერთი დარაჯი, ნაცვლად 35-სა, მხოლოდ 5 მეეზოვე, ნაცვლად 35-სა და არცერთი დამლაგებელი. ყველა ამ ფუნქციებს ითავსებენ აღმზრდელთა თანაშემწეები, რომელთა თითქოსდა ხელოვნურად გაზრდილ რაოდენობაზე აპელირებს ბატონი მერი.

2) კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე ბრძანების გამოცემის შემდეგ, 14 სექტემბერს საჯარო განცხადებით მოვუწოდეთ წალენჯიხის მერს, „შეეჩერებინა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რაც სცილდება ობიექტურობის პრინციპებს და რეფორმის მიზნებს“. კომისიის სხდომამდე უარი განვაცხადეთ გაუგებარი ფუნქციის, მიზნების და იურიდიული საფუძვლების მქონე კომისიაში მონაწილეობაზე. კომისიის პირველი სხდომა კი შედგა 15 სექტემბერს;

მოვუწოდეთ და კვლავ განვუმარტავთ წალენჯიხის მერს, მაშინ როდესაც არ აქვს განსაზღვრული საბავშო ბაგა-ბაღის პერსონალის ფუნქციები, ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ ჰყავთ მრეცხავი, დამლაგებელი, ძიძა და ამ ფუნქციას ასრულებენ თანაშემწეები, არ აქვს დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორ უნდა შეაფასოს კომისიამ თანაშემწეთა კომპეტენციები.

3) ბუნებრივად იბადება კითხვა: „როგორ იფუნქციონირებს ბაღი, მრეცხავის, დამლაგებლის და ძიძის გარეშე?“. არ გვინდა ჩაგვეთვალოს პოლიტიკურ განცხადებად, თუმცა რეალობა ასეთია: უახლოეს პერიოდში აუცილებელი გახდება ამ შტატების შემოყვანა და ვის დანიშნავს???

„მივესალმებით“ მერის გადაწყვეტილებას ბავშვთა საყოფაცხოვრებო და კვების პირობების გაუმჯობესების თაობაზე, განსაკუთრებით კვერცხის, იოგურტის, გასამმაგებული კარაქის, ხოლო იანვრიდან ორაგულის დამატების შესახებ. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტიანობას: ბატონი ხარჩილავას განცხადებით 36 თანაშემწის გათავისუფლება ბიუჯეტს შესძენს 190 000 ლარის დანაზოგს. ჩვენი გაანგარიშებით, ე.წ. დანაზოგი 190 000 ლარი გავყოთ 10 თვეზე = 19000 ლარი და გავყოთ 22 სამუშაო დღეზე, რაც დაახლოებით 864 ლარია. ერთ ბავშვზე, თითოეულ დღეზე დადგენილი სარგებელისთვის 864 : 921 (რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობაზე), მივიღეთ დაახლოებით 94 თეთრი. საინტერესოა, ერთ ბავშვს 94 თეთრად როგორ უზრუნველყოფს ყველა იმ პროდუქტით, რასაც აცხადებს ბატონი მერი?

ვერ დავეთანხმებით მერის მიერ გამოცემულ ბრძანებას ბაღის თანამშრომელთა 9 საათიდან 5 საათამდე სამუშაო დროის განსაზღვრის თაობაზე. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით განსაზღვრულია 9 საათიანი სამუშაო დღე, ვინაიდან 5 საათზე ბავშვის გაყვანის საშუალება მშობლებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. კანონის ეს ნორმა დღის წესრიგში აყენებს ცვლიანობის ვალდებულებას. როგორც ჩანს წალენჯიხის მერმა არ იცის კანონის მოთხოვნები, ან შეგნებულად აკეთებს ამას, რომ შემდგომში დაამატოს აუცილებელი შტატები, მისთვის სასურველი კანდიდატების დასანიშნად.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ ერთი ტენდენცია, რაც ახასიათებს მუნიციპალიტეტებს: მათ მიერ დაწყებული რეფორმის ქვეტექსტებში იკითხება, კადრების შემცირების სურვილი და უგულებელყოფენ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. გაუგებარია, აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია ზემოაღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით. შეგნებულად არ ვასახელებთ მუნიციპალიტეტებს, სადაც წალენჯიხისგან განსხვავებით, ჩვენი ჩართულობით პროცესი მოექცა კანონის ჩარჩოებში.

იხილეთ ასევე:

„მიზანია გაათავისუფლონ ბაღებში აღმზრდელთა თანაშემწეები - პირველ რიგში მათთან გასაუბრება ჩატარდება“


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

13 საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა საქმიანობის პრეზენტაციები წარადგინეს

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა - რა უფლებები ენიჭებათ ენიჭება სკოლებსა და სამინისტროს

„სამი წელია მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არიან განაწილებულნი, რეაბილიტაციაზე წერილი გუშინ მივიღეთ“-მშობლების პროტესტს N157 სკოლის დირექტორი პასუხობს

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება