სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიზანია გაათავისუფლონ ბაღებში აღმზრდელთა თანაშემწეები - პირველ რიგში მათთან გასაუბრება ჩატარდება“
16-09-2022
-
+


წალენჯიხის საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შეხვედრის დროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება, გამოსცა ბრძანება N:65, ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის თანამშრომელთა დაკავებულ თანამდებობასთან დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის შეფასების კომისიის შექმნის შესახებ“, რითაც მოძებნა გზა დასაქმებულთა წინააღმდეგ მოქმედებისათვის. ამ ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წლის, 13 სექტემბრის თათბირზე სკოლამდელი დაწესებულებების გამგეებს ეცნობათ, რომ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა და პირველ ეტაპზე აღმზრდელთა თანაშემწეების გასაუბრება გაიმართება.

მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძირითადი მიზანია გაათავისუფლონ საბავშვო ბაღების თანაშემწეები და არა რეფორმის დაწყებამდე საკადრო ოპტიმიზაცია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, რისკენაც მოვუწოდეთ შეხვედრაზე. დღემდე არ მიგვიღია პასუხი, რეფორმის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაგვედგინა რეგისტრირებულ ბავშვთა რეალური რაოდენობა (მათ შორის გალის რაიონიდან ლტოლვილი ბავშვების), რაც ამოსავალი წერტილია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საშტატო ნუსხის განსაზღვრისათვის. ასევე, არ მიგვიღია საშტატო ნუსხის დამტკიცებული დოკუმენტი, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებით, რაზედაც მივმართეთ წერილობით.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღმზრდელთა თანაშემწეებს შეთავსებული აქვთ სხვადასხვა ფუნქციები, დამლაგებლის, ძიძის, მრეცხავის და ა.შ. საინტერესოა რომელი შტატის საკვალიფიკაციო მოთხოვნით უნდა ჩატარდეს გასაუბრება რამდენიმე ფუნქციის მქონე თანაშემწესთან, მაშინ როდესაც, ჩვენთვისაც და გასაუბრებაში მონაწილეთათვისაც უცნობია გასაუბრების დებულება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეაჩერონ გასაუბრების ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რაც სცილდება ობიექტურობის პრინციპებს და რეფორმის მიზნებს, აჩენს პასუხგაუცემელ შეკითხვებს და აშკარად მიგვანიშნებს ტენდენციურობაზე.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთხელ შეხვედრისათვის, მათთვის სასურველ დროს, რათა კანონის ჩარჩოში დავაბრუნოთ რეფორმის დაწყების პროცესი, გამოვრიცხოთ საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა შეფასებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოვიყენებთ პროფკავშირის ბრძოლის არსენალში არსებულ ყველა მეთოდს, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება