სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ახალი შენობა სასწავლო წლის პირველ დღეს საზეიმოდ გაიხსნა
19-09-2022
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეომო ვითარებაში, ახალ შენობაში, დაიწყო. 

ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ის მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე მაქსიმალურადაა მორგებული. ის 150 მოსწავლეზეა გათვლილი, შენობაში საკლასო და დირექციის ოთახების გარდა, გათვალისწინებულია კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და მანდატურის ოთახი. მოეწყო თანამედროვე გათბობის სისტემა და ღია სპორტული მოედანი. სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

აღნიშნული სკოლა ძველი შენობის ადგილზე აშენდა, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა.

სკოლა 15 სექტემბერს საზეიმოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ირინე კორძაიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და N2 საჯარო სკოლის დირექტორთან ერთად გახსნეს. 

მათ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

სტუმრებმა პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადასცეს. სკოლაში აღიმართა დროშა და გაჟღერდა ჰიმნი. 

პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლისთვისაც 2 534 362 ლარი დაიხარჯა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება