სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძებით დაიწყო
19-09-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ჩინჩალაძემ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მან, ასევე, 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები, მედალოსნები დაასახელა.

სკოლის ეზოში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ნემსაძემ. მან თავისი სადამრიგებლო კლასის ოქროსმედალოსნები ლუკა ლეჟავა და თეკლა კბილაძე წარადგინა. შემდეგ სწორედ ისინი გაუძღვნენ სკოლისკენ პირველკლასელებს და ჰიმნის ფონზე, დროშა აღმართეს. 

პირველკლასელებს სწავლის დაწყება მასწავლებლებმა ვალიდა კვირიკაშვილმა და ინგა მეტონიძემ მიულოცეს.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მე-12ბ კლასის მოსწავლეები მონიკა გეგენავა, ანა კიკნაძე და პირველკლასელები: ანეტა სიმონიშვილი, ნინო გეგუჩაძე და ანასტასია ჭილაძე.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

„უჩვეულოდ ლამაზი დილა გათენდა. საქართველოს ეროვნულმა ჰიმნმა და თეთრ სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭების ჟრიამულმა მზის სხივებივით გაათბო და გაანათა სკოლის ეზო.
სკოლამ პირველკლასელებს კარი გაუღო სიმშვიდის, ჰარმონიისა და თანამშრომლობის სამყაროში.
ზეიმს მღელვარება შემატა სკოლის დამაარსებლის, მისი პირველი დირექტორის, ლეგენდადქცეული პიროვნების - ბატონ მიშა არახამიას მოგონებამ. 15 სექტემბერს ხომ მისი დაბადების დღე არის...და როგორც ქალბატონმა დარეჯან ნემსაძემ აღნიშნა, ბატონი მიხეილის სული, ალბათ, ხარობდა ზეციურ საქართველოში და იქედან ლოცავდა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის ყველა თანამშრომელს ...მას ხომ ძალიან უყვარდა თავისი დაარსებული სკოლა, თავისი საქმე, რომელსაც ღირსეულად ემსახურებოდა... ზეიმის მონაწილენი და სტუმრები ოვაციებით და მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდნენ ბატონი მიშას მოგონებას...
„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“ - ილია ჭავჭავაძე
მუდამ იკაშკაშეთ, ჩვენო მომავალო თაობავ, გაბრწყინებული ყოფილიყოს თქვენი მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება