სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაიდნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქციეს
19-09-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.

ბავშვებს სკოლაში დიდი სიყვარულით და მოუთმენლად ელოდნენ. პედაგოგებმა მათ დასახვედრად  პოზიტიური გარემო შექმნეს, განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყვეს, მათი ოთახი ფერადი ბუშტებითა და დეკორაციებით იყო მოწყობილი.

სწავლის დაწყება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, გია ბიძიშვილმა და მერიის წარმომადგენელმა, მირზა  ქვილითაიამ მიულოცეს. წარმატებები და მომავლის იმედით აღსავსე წელი უსურვეს, ასევე წარჩინებული მოსწავლეები შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვეს.

პირველკლასელებმა ლამაზი ლექსები წაიკითხეს, აღმართეს საქართველოს დროშა და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

მეთორმეტე კლასელებმა საკლასო ოთახამდე ხელჩაკიდებულები შეაცილეს პირველკლასელები, ასევე მათ   გადაეცათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები;

ბავშვებს კიდევ არაერთი სიურპრიზი დახვდათ ოთახში ნინო მასწავლებლისგან. მათ სკოლის კარი დიდი ემოციებით, ხალისითა და ჟრიამულით შეაღეს.

„არამარტო პირველი დღე, არამედ ყოველი დღე თქვენთვის, ჩემო პირველკლასელებო, ლამაზი, ფერადი და საინტერესო იქნება“ - დაჰპირდა მათ ნინო მასწავლებელი.  

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება