სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეაჩერეთ ბაღებში კადრების შემცირების პროცესი... მიუღებელია ამის ხარჯზე ბავშვთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესება“ - პროფკავშირის წერილი მერს
31-08-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში კადრებს ამცირებენ; სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ბაღების თანამშრომლებს, სამსახურიდან ოპტიმიზაციის მიზეზით ათავისუფლებენ.

საკითხი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა შეისწავლა, გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა და ორგანიზაციამ წერილით მიმართა წალენჯიხის მერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს

ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანებას (N61) „შიდა სტრუქტურული და საშტატო ოპტიმიზაციის განხორციელების შესახებ“.

მიგვაჩნია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ყოველგვარ ლოგიკასა და სამართლიანობას არის მოკლებული თქვენი არგუმენტები და საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას, რომლის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების დაცვა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია თქვენი მოსაზრება, შტატების შემცირების ხარჯზე, ბავშვთა კვების და სხვა პირობების გაუმჯობესების შესახებ. თქვენი განმარტებით, წალენჯიხის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაბალკალორიული საკვებია და აღსაზრდელებს არ გააჩნიათ სათამაშოები და წიგნები.

სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს, კარგ კვებასთან და საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად, სჭირდებათ მომსახურე პერსონალი, რომელთა რაოდენობა განსაზღვრულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ბავშვთა რაოდენობათა თანაფარდობის პრინციპით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც უმრავლეს მუნიციპალიტეტში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ სრულდება და დასაქმებულთა შემცირების ნაცვლად, აუცილებელია კადრების დამატება, მართებულად განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებით.

ოპტიმიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ შემცირებას. ბავშვთა საკეთილდღეოდ ოპტიმიზაცია-ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება, ითვალისწინებს დამატებით საჭირო კადრების მოზიდვას, მაგალითად, საბავშვო ბაგა-ბაღებში ცვლიანობის სისტემის დასანერგად და სხვა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქვენს გადაწყვეტილებას და მოგიწოდებთ შეაჩეროთ პროცესი. ასევე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, პედაგოგთა პროფკავშირთან გაიაროთ კონსულტაციები, შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების სრულყოფის და საჭირო, დამატებითი კადრების შერჩევის მიზნით“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება