სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილებები მე-10 და მე-11 კლასებს შეეხება - მინისტრის ბრძანება
18-08-2022
-
+


სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ რომელ საგნებს ეხება გრიფირება და რა ვადებში უნდა წარადგინონ კონცეფციები:

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის No40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით უნდა გამოცხადდეს გრიფირება ამ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრულ შესარჩევ ერთეულებზე“. ეს ერთეულები კი გახლავთ ქართული (XI კლ), აფხაზური ენა (XI კლ), მათემატიკა (XI კლ), ბიოლოგია (XI კლ), ფიზიკა (XI კლ), ინგლისური (XI კლ), ქიმია (XI კლ), გერმანული (XI კლ), რუსული (X კლ), ფრანგული ენები (XI კლ), ისტორია (XI კლ), მოქალაქეობა (XI კლ), სამოქალაქო განათლება (XI კლ), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (XI კლ), მუსიკა, რუსული, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენა (X და XI კლ), ფიზიკური აღზრდა და სპორტი (X და XI კლ);

ასევე განისაზღვრა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის ზოგიერთი საგნისა და XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების განაცხადისა და სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის წარმოდგენის ვადები:

სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის წარმოდგენა უნდა მოხდეს 2022 წლის 1-4 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის შეფასება და შედეგების გაცნობის ვადაა 2022 წლის 7-13 ნოემბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ამ სხელმძღვანელოებს სკოლები მომავალ ზაფხულს აირჩევენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება