სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელი ქვეყნებია მასწავლებლებისთვის საუკეთესო?
22-10-2022
-
+


პედაგოგის პროფესია საპასუხისმგებლო და შრომატევადია. მათ ყოველდღიურად არაერთ გამოწვევასთან გამკლავება და მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიური ზრუნვა უწევთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათი შრომა ფასდებოდეს და ღირსეული სამუშაო გარემო ჰქონდეთ.

შრომის პირობები, ანაზღაურება, განათლების სისტემა, პედაგოგისადმი დამოკიდებულება - სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს იმას, თუ როგორია მასწავლებლის სამუშაო გარემო.

სხვადასხვა ქვეყანაში ზემოთჩამოთვლილი ასპექტები განსხვავებულია.

ხელფასები

ხელფასები დამოკიდებულია თქვენს კვალიფიკაციაზე, პოზიციაზე, რომელსაც იკავებთ და იმ ქვეყანაზე, სადაც მუშაობთ.

შრომის პირობები

მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი ხელშეკრულების პუნქტები, სამუშაო საათები, არდადეგები… ​​ყველა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები და შრომის პირობები აქვს.

პატივისცემა

ზოგიერთ კულტურაში მასწავლებელს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს და მის პროფესიას, შესაძლოა, სხვა ქვეყნებზე მეტად აფასებდნენ.

განათლების სისტემა

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია განათლებს სისტემა, რადგან მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ამ კრიტერიუმების მიხედვით, ჩატარებულია კვლევები, რომელთა საშუალებითაც მასწავლებლებისთვის საუკეთესო ქვეყნების სია შემუშავდა.

ლუქსემბურგი

ევროკავშირის წევრი ეს ქვეყანა პედაგოგებს კარგ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას სთავაზობს. მაღალი ხელფასები ადამიანებს უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში ეხმარება, ხოლო სკოლაში შრომითი პირობები მათ ხელს უწყობს, რომ პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდნენ და ახალი მიდგომებიც დანერგონ. ასევე, შეგიძლიათ, პარალელურად, მოსწავლეები ონლაინაც აიყვანოთ.

შვეიცარია

ეს ქვეყანა ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს. შვეიცარია ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც მასწავლებლებს მაღალი ანაზღაურება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოვრების ფასი მაღალია, ხელფასებიც კარგია. მათ შესანიშნავი საგანმანათლებლო სისტემა აქვთ, რომელიც როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებულია. გარდა ამისა, შვეიცარიაში პედაგოგებს კარგ შრომით პირობებს სთავაზობენ, რაც ამ ქვეყანას მასწავლებლებისთვის ძალიან მიზიდველს ხდის.

სამხრეთ კორეა

ამ სიაში მესამე ქვეყანა აზიის კონტინენტზეა. ის ცნობილია თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურით. სამხრეთ კორეა მასწავლებლებისთვის შესანიშნავია არჩევანია. იქ ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. რეიტინგებშიც ჩანს, რომ ამ ქვეყანაში პედაგოგებს ყველაზე კარგად უხდიან.

აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემა რადიკალურად განსხვავებულია. მოსწავლეები კი მასწავლებლებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ზოგჯერ მასწავლებლებს უფრო მაღალი სტატუსი აქვთ, ვიდრე ექიმებსა და იურისტებს.

იაპონია

მოწინავე პოზიციას იკავებს იაპონიაც. ეს ქვეყანა კულტურულად საკმაოდ მდიდარი და ეკლექტიკურია. ის მასწავლებლებისთვის ძალიან კარგი არჩევანია.

ხელფასების თვალსაზრისით, ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო კარგად ნაზღაურდება, ხელფას თქვენს პოზიციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

იაპონია ცნობილია იმითაც, რომ იქ პედაგოგებს უდიდეს პატივს სცემენ და ფაქტობრივად, აღმერთებენ.  შესაბამისად, მათი შრომითი პირობებიც შეუდარებელია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება