სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩრდილების თეატრის ფესტივალი შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში
05-08-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბილინგვური განათლების გუნდმა 2021-2022 სასწავლო წელი მხიარული და საინტერესო აქტივობით დაასრულა.

არაფორმალური განათლების კუთხით (სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად) ჩატარდა - „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“, სადაც როგორც ქართულ ასევე სომხურ ენაზე 7 მინისპექტაკლი წარადგინეს.

მე-2, მე-3ა, მე-3ბ და მე-4 კლასების მოსწავლეებმა და დამრიგებლებმა: სუზი გალუსტიანმა, ნადია პარავიანმა, ვიოლეტა სარგისიანმა, არპინე ბადალიანმა და ნვართ გალუსტიანმა დამხმარე მასწავლებელ ანჟელა ხაჩატურიანთან ერთად მაყურებელს სახალისო და საინტერესო სანახაობა აჩუქეს მაყურებელს.

ფესტივალზე, რომელიც ბილინგვური სწავლების კოორდინატორმა, ნანა ჭიტაძემ გახსნა, საპატიო ჟიურის წევრად მოწვეული იყო ცნობილი მეთოჯინე არმენ ჰოვანესიანი; მან შეაფასა ნამუშევრები და აღნიშნა რომ ყველა მინიატურა კარგი იყო; განსაკუთრებით მოეწონა - „სოფლის მაშენებლები“ (ხალხური ზღაპარი) და „დიდმარხვა“ (თუმანიანი); მონაწილეებს, მოსწავლეების მიერ დამზადებული სუვენირები (თაბაშირისგან დამზადებული ჩარჩოები) გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა, არტუშ ურუმიანმა მადლობა გადაუხადა სკოლის ბილინგვურ გუნდს; დირექტორმა  არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იხილეთ ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება