სიახლეები
სიახლეები

„მინდოდა მათთვის ამ ჟესტით მოტივაცია კიდევ უფრო ამემაღლებინა“- სკოლის დირექტორები დასამახსოვრებელ მომენტებზე
05-08-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმეს სკოლაში მუშაობა რუტინულ საქმიანობად მოეჩვენოს, სინამდვილეში ასე სულაც არაა. ამას კი პედაგოგები თავიანთი მოტივაციითა და შემართებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ამტკიცებენ. სკოლაში ყოველდღე ხდება რაღაც ისეთი, რაც შემდგომაში დასამახსოვრებელი აღმოჩნდება ხოლმე. მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის მოსწავლეების წარმატება გასახარია. ეს სკოლის პრესტიჟზეც მეტყველებს. მათ გულგრილს არც მოსწავლეების მიერ მოწყობილი სიურპრიზები და გულწრფელი სიტყვები ტოვებს.

რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც  მოსწავლეებს ან პედაგოგებს გაუკეთებიათ - ამ კითხვით ჩვენ საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ.

მაია ქობულია, ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

როდესაც დასამახსოვრებელ ფაქტებზე ვსაუბრობთ, პირველად ეს შემთხვევა მახსენდება - სკოლაში, პროექტის საფუძველზე სააქტო დარბაზი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ ვაქციეთ. ის შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. მასწავლებლებმა ზუსტად არ იცოდნენ, თუ რას შემოვიტანდით ამ სივრცისთვის. მე მათ ყოველ დღე სიურპრიზებს ვუკეთებდი, დილით სამასწავლებლოში სხვადასხვა ნივთი ხვდებოდათ. მაგალითად, ხმის ჩამწერი, გამაძლიერებელი, ვენტილატორი, სამასწავლებლოსთვის მაცივარი და ა.შ. ამათ თან ახლდა ბარათები, მე მინდოდა, რომ მათთვის ამ ჟესტით მოტივაცია კიდევ უფრო ამემაღლებინა. როდესაც სივრცის მოწყობა დასრულდა, ერთი დღე განტვირთვისთვის მოვიწყვეთ და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში ყველა მასწავლებელი მივიწვიეთ. ფოტოსესიაც მოვაწყვეთ, ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობები პედაგოგებსაც სჭირდებათ. მათ მთელი დღის განმავლობაში იცოდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ განტვირთვის დღე გვექნებოდა. ამ დღის შესახებ ჩვენ ვიდეოკოლაჟიც გავაკეთეთ.

ასევე, ემოციურად ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი იყო, როდესაც ახალგაზრდული შეხვედრების ოთახი გავხსენით და ის მთლიანად ბავშვებს გადავეცით. სექტემბრიდან, მოსწავლეთა თვითმმართველობას შეეძლება, რომ დაგეგმონ ნებისმიერი აქტივობა, რაც მათ სურთ. ეს იქნება ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა, ლიტერატურული საღამო, წაკითხული წიგნის გარჩევა თუ სხვა ნებისმიერი რამ. ამ ოთახში პუფები და თანამედროვე მაგიდაა. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ბავშვები გულახდილი საუბრებისათვის განეწყონ.

უნდა აღვნიშნო, რომ ახლა კიდევ ერთ დიდ პროექტზე ვმუშაობთ, ეს არის სპორტული სივრცის მოწყობა. ჩვენ სპორტული ინვენტარი შევიძინეთ, ამ პროცესში მოსწავლეებიც ჩავრთეთ, ვკითხეთ, თუ რა ნივთების შეძენა იქნებოდა სასურველი. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც ჩვენს სკოლაში ხდება და რისი განხორციელებაც შევძელით.

ლიანა ჩხაიძე, თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემთვის ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო, როდესაც ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო სანიკიძემ ჩინური ენა შეისწავლა და ძალიან კარგი პროექტი გააკეთა, რაშიც პრიზიც მიიღო. ის მონაწილეობდა კონკურსში „ჩინური ხიდი“, სადაც კარგი შედეგი აჩვენა.

გარდა ამისა, დასამახსოვრებელი იყო, როდესაც ჩვენი სკოლის მოსწავლემ მძლეოსნობაში პირველი ადგილი დაიკავა, ის კარგი და აქტიური ბავშვია.

ზოგადად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩემის სკოლის მოსწავლეები წარმატებულები არიან. საუკეთესო მომენტი და ემოციების მთელი კასკადი იყო, როდესაც სკოლაში საბაზო საფეხურის წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის ლეპტოპები მივიტანე. მათთვის კომპიუტერის გადაცემა დაგვიანდა, ახლა მე-11 და მე-12 კლასებში არიან. ლეპტოპების გადაცემისას მათთან ერთად, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. გამოვყოფდი იმ ფაქტსაც, როდესაც მედალოსნებს კუთვნილი მედლები გადავეცი.

კიდევ ერთი მოვლენა, რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ განათლების სამინისტროს გვერდში დგომით სკოლაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. გარემონტდება სკოლის 4-ვე სართული და ეზოს ნაწილი, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს. სკოლის წინა პერიმეტრი შეიღობება, მოედნები გაკეთდება, გარე ფასადი და 4-ვე სართული მოწესრიგდება. ეს ჩემთვის უდიდესი ემოციური ფონია, მით უმეტეს, რომ სკოლაში 1 წლის მოსული ვარ. ჩემგან გაჟღერებული ყველა წინადადება ყურად იღეს, გვერდში დაგვიდგნენ, რაც ძალიან მახარებს.

მიხეილ კაკაბაძე, ქალაქ წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

დასამახსოვრებელ მომენტებად გამოვყოფდი მოსწავლეების პროექტების დახურვას. სკოლაში სასწავლო წლის ბოლო 2 კვირა, ფაქტობრივად, პროექტების პრეზენტაციებსა და დახურვებს დაეთმო. ეს პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოდგენები თავისი ხელით შექმნილი თოჯინებით დადგეს. ზედა კლასების მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, დასამახსოვრებელი იყო ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის ინტელექტუალური თამაშები. თითოეული კათედრის ჩართულობა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შრომის დანახვა იყო ჩემთვის ის, რაც არ დამავიწყდება.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება