სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„შრომამ და მეცადინეობაში ჩადებულმა ენერგიამ შედეგი გამოიღო“- „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
24-07-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვნენ. 

პირველი ადგილი დაიკავა ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძემ. მან 76 ქულა დააგროვა და ამისთვის 6 წუთი და 57 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 72 ქულით ბორჯომის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბერიძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 4 წუთსა და 7 წამში დააგროვა. 65 ქულა 5 წუთსა და 25 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა კერძო სკოლის „თაობა“ მოსწავლე ნიკო ავალიანი. 

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2022 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა. 

გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

როლანდ
ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი:

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ „ეტალონი“ ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ისინი ცოდნას იღრმავებენ, დამატებით უნარებს იძენენ. აქედან გამომდინარე, ამ პროექტთან თანამშრომლობისთვის ჩვენ ყოველთვის მზაობას ვაცხადებთ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ გამარჯვებული ჩვენი მუნიციპალიტეტიდანაა. მინდა მას მივულოცო და წარმატება ვუსურვო. ეს არამარტო თავისი და ოჯახის, არამედ მუნიციპალიტეტის სიამაყეცაა. ზოგადად, საკუთარ გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ ნებისმიერ იმ აქტივობაში ჩაერთონ, რომელიც მათ ცოდნას აამაღლებს.

ეკატერინე ქაჯაია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:  

ძალიან ბედნიერები, ამაყები და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოსწავლე გამარჯვებული გახდა. გიორგი ჩხიკვაძე ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ჩვენ უკვე წლებია, რაც „ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ამ პროექტს მხარს ვუჭერთ. მას შემდეგ, რაც ონალინ რეჟიმში გადავიდა, ჩვენც მოვერგეთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვეულ ფორმატში გაიმართება. იმედია, კიდევ ბევრი გამარჯვებული გვეყოლება.

ნათია ბარამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი:

პირველ ყოვლისა, „ეტალონის“ ჯგუფსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი გრანდიოზული და ძვირფასი საგანმანათლებლო პროექტის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი. ამ უდიდეს წარმატებას „ეტალონ მოსწავლე“ გიორგი ჩხიკვაძეს ვულოცავ. ძალიან კარგია, რომ ეს ღონისძიება შედგა. ეს ყველა მოსწავლისთვის მასტიმულირებელია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებული ჩვენი მუნიციპალიტეტიდანაა. არაერთხელ გამომიხატავს ამ პროექტისადმი მხარდაჭერა და ისევ განვმეორდები. მზადყოფნას გამოვთქვამთ თანამშრომლობისა და მონაწილეობის მისაღებად.

დურმიშხან შავიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:  

მონაწილე რესურსცენტრში დროულად გამოცხადდა. ჩვენ მას შესაბამისი პირობები შევუქმენით, რათა რაიმე სახის შეფერხებას ადგილი არ ჰქონოდა. ავუხსენით, რა როგორ მუშაობდა, თავისთავად, ის თვითონაც ერკვეოდა, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორეთ. მისი წარმატებით ჩვენც ძალიან გახარებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც დიდი მოტივაციაა, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტიდანაა.

გიორგი ჩხიკვაძე - გამარჯვებული მოსწავლე, ოქტომბრის საჯარო სკოლა:

ძალიან მიხარია, რომ პირველი ადგილი დავიკავე. ამ გამარჯვებას რეალურად არც კი ველოდი, მაგრამ „ეტალონში“ ყოველწლიურად ვმონაწილეობდი. ვიცოდი, დაახლოებით, როგორი კითხვებიც იქნებოდა, ტესტირების ფორმატს ვგულისხმობ. სანამ ფინალური ეტაპი დაიწყებოდა, წინასწარ მქონდა გეგმა, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა ამეღო და დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა. რაზე პასუხიც ზუსტად არ ვიცოდი, გამორიცხვის მეთოდი გამოვიყენე. „ეტალონი“ ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ის ახალგაზრდებისთვის უდიდესი სტიმულია, რათა უკეთ ისწავლონ და საკუთარი თავი გამოსცადონ. პირველ რიგში, მინდა, რომ „ეტალონს“ უღრმესი მადლობა გადავუხადო. მადლობა ქედის მერიასა და რესურსცენტრს იმისთვის, რომ მოსწავლეებს საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევენ. გარკვეულწილად, მათი შრომისა და მონდომების შედეგია, რომ ჩავერთე და გავიმარჯვე. ბოლოს, კიდევ ერთ მადლობას ჩემი ოჯახის წევრებსა და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს გადავუხდი.

ნონა გორგაძე, ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოხარული და ამაყი ვარ, რომ გიორგიმ თავისი ცოდნის წარმოჩენა და ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლო. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის მისი წარმატება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, დიდი იმედი მქონდა, რომ პირველ ხუთეულში მაინც ვიხილავდი. ამაყი ვარ, რომ გაიმარჯვა. ვუსურვებ, რომ უფრო მეტს მიაღწიოს და ცხოვრებაში სხვა გამარჯვებებიც მოეპოვებინოს. რაც შეეხება ფაქტის მნიშვნელობას, ჩვენი სკოლისა და მუნიციპალიტეტისთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი ახალგაზრდის არსებობა. ყველანი გახარებულები და ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, გიორგის ეს წარმატება სხვა მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყარო იქნება.

ანზორ ბასილაძე, ოქტომბრის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონს“ ასეთი კარგი პროექტისათვის მადლობას ვუხდი. მასში მონაწილეობით მოსწავლეებს თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ. მე, როგორც გიორგი ჩხიკვაძის პედაგოგი, მისი წარმატებით მოხარული ვარ. ის ძალიან ბეჯითი და ენერგიული მოსწავლეა. ბავშვებიდანვე საოცარ ნიჭსა და მიზანდასახულობას ავლენდა, რაც ახლაც კარგად გამოჩნდა. მე მას ამ დიდ წარმატებას ვულოცავ და ვფიქრობ, რომ ეს არამარტო მისი, არამედ მთელი სკოლის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წარმატებაა.

ქეთევან ბეროზაშვილი, ბორჯომის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენელი:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, ის ბავშვებისათვის დიდი სტიმულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები უკვე წლებია, რაც ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად ერთვებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძალიან საინტერესო პროექტია ბორჯომის მერია თანამონაწილეობს მის განხორციელებაში. ვულოცავ გიორგი ბერიძეს ამ დიდი წარმატებას. ჩვენთვის მისი წარმატება სასიხარულოა. მეორე ადგილის დაკავება ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს. ვუსურვებთ, რომ ცხოვრებს გზაზე კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწიოს.

იზოლდა ლომიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ბავშვებისათვის „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველი იქნებოდა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს და ონლაინ აღარ იმართებოდეს. მოსწავლეებს „ეტალონი“ ძალიან უყვართ, მასში მონაწილეობა მოსწონთ. მოსწავლე ფინალურ ეტაპზე რესურსცენტრიდან ჩაერთო. მისთვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი და ხელი არაფერში შეშლია. ინფრასტრუქტურა გამართული იყო, რათა ბავშვი მშვიდ გარემოში ყოფილიყო.


გიორგი ბერიძე, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე - ბორჯომის N4 საჯარო სკოლა:

მე ამ პროექტში მონაწილეობისთვის წინასწარ ვემზადებოდი, თუმცა მეორე ადგილის დაკავებას არ ველოდი. მიღწეული წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემმა შრომამ და მეცადინეობაში ჩადებულმა ენერგიამ შედეგი გამოიღო. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობას მომავალშიც ვგეგმავ. მეორე ადგილზე გასვლა ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო.


ნინო გელდიაშვილი, ბორჯომის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლისთვის გიორგი მუნიციპალიტეტის მე-5 „ეტალონი მოსწავლეა“. ეს წარმატება ძალიან გვიხარია, არ გვბეზრდება, რომ მივულოცოთ. ჩვენი სკოლა ბედნიერია. გიორგი უნიჭიერესი, უსაყვარლესი ახალგაზრდაა, კარგი მშობლების კარგი შვილია და ეტყობა კიდეც მის აკადემიურ მოსწრებას. ის ლეპტოპის კანდიდატიცაა. ჩემი სკოლა „ეტალონში“ აქტიურადაა ჩართული, ეს პროექტი ძალიან გვიყვარს. ჩვენთან ბატონი გოჩაც იყო ჩამოსული. აღსანიშნავია, რომ აქამდე მარტო გოგოები იყვნენ მუნიციპალიტეტის გამარჯვებულები და ახლა ეს ყველაფერი გიორგიმ შეცვალა. წარმატებები თქვენ, რადგან უდიდესი წვლილი მიგიძღვით ახალგაზრდების განათლების საქმეში.


ია
შალამბერიძე, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი:  

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ უკვე წლებია, რაც მერიის მხარდაჭერით იმართება. მოხარული ვართ, რომ „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ ნიკოლოზ ავალიანი მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტივაციაა. წარმატებას ვუსურვებ მონაწილესა და ამ პროექტსაც. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ, ჩვენი და „ეტალონის“ თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

გოჩა დავითაძე, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:  

„ეტალონი“ წარმატებული პროექტია, რომელიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს. მათ სტიმული ეძლევათ, რათა კიდევ უფრო მეტი წაიკითხონ და ისწავლონ. მოსწავლეებს თავის წარმოჩენის სურვილი უმძაფრდებათ. „ბათუმის ეტალონმა მოსწავლემ“ მესამე ადგილი დაიკავა, სასურველი იქნებოდა, რომ გაემარჯვა, მაგრამ დრო წინაა. შემდეგ კიდევ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ ჩვენი მოსწავლეები. მინდა, რომ ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო.

ნიკო ავალიანი - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, კერძო სკოლათაობა“:

ჩემი აზრით, სტრატეგიების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სრულყოფილად ვერ მოემზადები. რაც შეეხება მოლოდინებს, იმდენი კონკურენტი მყავდა, რომ მე-3 ადგილის დაკავებას ნამდვილად არ ველოდი. მიღწეული შედეგი გამიხარდა. ყოველი წარმატება მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როდესაც ასეთ პროექტში აღწევ შედეგს ძალიან კარგია და სასიხარულოა. ეს შემდგომი წარმატების ფუნდამენტია.

ომარ მიქელაძე, კერძო სკოლათაობადირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლემ დიდი წარმატებას მიაღწია. ამით ჩანს, რომ ის მცოდნე ბიჭია. ჩვენც გვაქვს ისეთი საგნები, რომლებიც მოსწავლეებს განვითარებისა და ცოდნის დაგროვების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ შემდგომშიც მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არამხოლოდ ერთი, არამედ ბევრი მოსწავლე იყოს ასეთი წარმატებული. ამით ჩანს, რომ სკოლა და მასწავლებლები მუშაობენ. თუმცა არ დაგიმალავთ, ჩვენ უფრო მეტად პირველ-მეორე ადგილს ველოდით.



ასევე იხილეთ:

„ეტალონი“ დღესასწაულია ყოველი ჩვენგანისთვის“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ემოციური LIVE

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
სამივე მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს - სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
 
პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება