სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება
25-10-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრები ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში გაიმართა.

შეხვედრების მიზანია პროექტის მონაწილეებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და სხვა პრაქტიკული და ინოვაციური STEAM პროექტების შექმნის პროცესში.

პროექტში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ საქართველოს მასშტაბით 175 საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი მონაწილეობს. ისინი ფესტივალზე მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ STEAM პროექტებს წარადგენენ.

პროექტის თითოეულ მონაწილე მასწავლებელს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს. შეხვედრის დასანიშნად საჭიროა STEAM მიმართულების ხელმძღვანელთან დაკავშირება ელექტრონულ ფოსტაზე: k.jgenti@tpdc.ge

პროექტის დასკვნით ეტაპზე საქართველოს მასშტაბით საკონკურსოდ შექმნილი პროექტების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები გაიმართება. რეგიონული ტურების შედეგების საფუძველზე შერჩეული საუკეთესო პროექტები კი მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.
სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტის ყველა მონაწილე მასწავლებელსა და მოსწავლეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება