სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ დღესასწაულია ყოველი ჩვენგანისთვის“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ემოციური LIVE
21-07-2022
-
+


20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში გაიმართა, რომელშიც 29 მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. იყო ემოციების ზღვა, ერთმანეთის წარმატებით გამოწვეული სიხარული და რა თქმა უნდა, მომავალი თაობების სადაროჯზე მდგომი უცვლელი პროექტის, უცვლელი წამყვანის - გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვა მუნიციპალიტეტების „ეტალონ მოსწავლეებს“, პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, მშობლებს, სგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს...

„მოგესალმებით ყველას. 2022 წლის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი  კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა იმედი მაქვს, მომავალი წლიდან აღვადგენთ ჩვენს ტრადიციულ - გასვლების ფორმატს და მუნიციპალიტეტებში გეწვევათ „ეტალონი“, - ასე დაიწყო ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ტრანსლირება გოჩა ტყეშელაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე უკვე გამარჯვებულია, რადგან საკუთრი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს:

„შემაჯამებელ კონკურსს 30 მონაწილე ჰყავს... ყველა თქვენგანი გამარჯვებულია - მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“!  თითოეული თქვენგანი გამორჩეულია, დღეს კი 3 ყველაზე იღბლიანს გამოვავლენთ... ჩვენი კონკურსი ლაივსიგნალით გადაიცემა და პროფესიონალმა ჯგუფმა უთანამედროვესი აპარატურით უზრუნველყო კონკურსის ტრანსლირება;

აღსანიშნავია, რომ თითოეული მონაწილე იმყოფება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში და ისინი ტესტს პასუხისმგებელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან“, - განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 30 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა, რომელთაც 20 კითხვაზე უნდა ეპასუხათ.

პირველ სამეულს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით 1000, 800 და 500-ლრიანი ვაუჩერები გადაეცათ, თუმცა მანამდე მონაწილეებს, არაერთ საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემამ მოუწიათ, ტესტის გავლამდე კი ბატონმა გოჩამ ერთგულ ეტალონელებს წარმატების ფორმულა გაუმხილა:

„მთავარია, სითამამე, ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარება და კიდევ - ერთხელ გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, გამარჯვებისკენ მუდმივი სწრაფვა - მხოლოდ გამორჩეულებს. ყველას წარმატებას გისურვებთ და გახსოვდეთ - თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ“.

სანამ კონკურსის მონაწილეები ინტელექტის ჯადოსნურ სამყაროში „ეტალონთან“ ერთად მოგზაურობდნენ, გოჩა ტყეშელაშვილმა მუხლჩაუხრელი შრომისა დ გამოცხადებული ნდობისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორებს, „ეტალონის“ პედაგოგებს, ბავშვების მშობლებს მადლობა გადაუხადა. ჩემპიონატის მიმდინარეობისას კი პროექტის რამდენიმე მონაწილემ ვიდეომიმართვით გააცნო თავი საზოგადოებას:

ლინდა სიხარულიძემ, ჩოხატაურის მუნციაპლიტეტის, შუაამაღლების საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ აღნიშნა, რომ „ეტალონის“ პროექტებში მე-8 კლასიდან მონაწილეობს და მას შემდეგ ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი შედეგები - დღეს ეს მიზანი მიღწეულია.

ონის მუნიციპალიტეტის, უწერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ანი მეტრეველმა კი გვითხრა, რომ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილოება ყოველთვის საოცარ ემოციებთანაა დაკავშირებული - „ეტალონი“ უკეთესი განათლების მიღების მოტივატორია, რომელიც თითოეულ მოსწავლეს თავდაჯერებას ჰმატებს.

ზესტაფნის მომავლის ბიზნესსკოლის მოსწავლემ, დავით გაბრიჭიძემ კი დასძინა რომ ტიტული - ზესტაფონის „ეტალონი მოსწავლე“ - ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ყოველთვის ეცდება, წინსვლა არ შეწყვიტოს და თანატოლებსაც ურჩია, აუცილებლად ჩაერთონ ამ საგანმანათლებლო პროექტში“.

ნინი კიკოლაშვილმა, გარადბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლიდან გაგვიმხილა, რომ ძალიან უყვარს ხელოვნება, სურს, ამ მიმართულებით განვითარდეს, წარმატებისკენ სავალ გზაზე კი „ეტალონი“ აუცილებლად დაეხმარება.

ცაგერის „ეტალონმა მოსწავლემ“ თამარ კოპალიანმა აღნიშნა, რომ მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ერონულ ინეტელექტ-ჩემპიონატზე წარმოადგენდე საკუთარ მუნიციპალიტეტს და ისიც დასძინა, რომ „ეტალონი“ საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტია.

მოგვიანებით, მესტიის მუნციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დარეჯან ნიგურიანმა განაცხადა, რომ იმედია, მალე „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინეტელექტ-ჩემპიონატი ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდება, მუნიციპალიტეტებს პირადად ესტუმრება და კვლავ ინტელექტუალურ დღესასწაულებს მოაწყობს მოსწავლეებისთვის.

„ზეიმის სახე აქვს თქვენს გამოჩენას, „ეტალონი“ დღესასწაულია ყოველი ჩვენგანისთვის, ვინც ასე გელოდებათ“, - აღნიშნა დარეჯან ნიგურიანმა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა  „ეტალონის“ სრულ შემადგენლობას, საქართველოს თითოეულ მოსწავლეს წარმატებები უსურვა და განათლების სამინისტროს მადლობა გადაუხადა „ეტალონის“ პროექტების მხარდაჭერისთვის:

„მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს, რომ ამ უმნიშნელოვანეს პროექტს უჭერს მხარს, ჩვენ კი გვაქვს შესაძლებლობა, თანაზიარი ვიყოთ „ეტალონის“, რომელიც დიდი სტიმულია ჩვენი მოსწავლეებისთვის. „ეტალონი“ ჩვენი ქალაქისთვის ზეიმია... მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს - თქვენი ჩართულობით, ობიექტურობით რომ ავლენთ ბავშვების უნარებს... მოხარული ვარ, ერთობლივად ვემსახურებით მომავალი თაობების განათლებას... წელსაც, ქუთაისის „ეტალონი მოსწავლისთვის!“ რჩება ჩემი პირადი სტიპენდია და ასევე, ჩვენი მოსწავლე წარმოდგენლია ჩემპიონატისთვის სპეციალურად შექმნილი მანტიით... ვფიქორბ ასეთი ფაქტები ხელს შეუწყობს, სგანმანათლებლო პროექტებში მოსწვალეთა მაქსიმალურ ჩართულობას და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიხედავს განათლებისკენ“. 

კონკურსის მონაწილეებს ასევე წარმატებები უსურვეს ჩოხატაურის, სამტრედიის, ყაზბეგის, ცაგერის, ახალქალაქის, დმანისის და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა, ამასობაში კი საუკეთესოთა შორის საუკეთესოებიც გამოვლინდნენ: მე-3 ადგილზე ბათუმის კერძო სკოლის „თაობა“ მოსწავლე, ნიკო ავალიანი გავიდა, მეორე ადგილი ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე - გიორგი ბერიძემ მოიპოვა, კონკურსის გამარჯვებული კი ქედის მუნიციპალიტეტის, ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე გახდა.



ასევე იხილეთ:

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხელფასი 400 ლარამდე გაიზრდება - ვის შეეხება საკანონმდებლო ცვლილება

რამდენი ლარია გამოყოფილი სტუდენტთა დაფინანსებაზე - კანონი 

როგორ ხდება მასწავლებლის მომზადების პროგრამის გრანტის გამოყენება და შესაძლებელია თუ არა გრანტითა და პროგრამული დაფინანსებით ერთდროულად სარგებლობა?

იცით რამდენი სასვენი ნიშანანი არსებობს? -  გრაფიკული გამოსახულების მიხედვით სასვენი ნიშნები სამი სახისაა

განახლებული დოკუმენტი სკოლებსა და უმაღლესებს ეხება - სამინისტრო საჯარო განხილვას იწყებს

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“
 

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა დედაენის დღის შესახებ ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარეს

უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმენს „დედა ენის წიგნი“ - აქტივობები და ღონისძიებები 
 ქართული ენის ეროვნულ მნიშვნელობასა და ღირებულებზე ტოლოშის საჯარო სკოლაში ლექცია ჩატარადა

გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება