TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მძლეოსნობაში, მუნიციპალურ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა
03-11-2026
-
+


​საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში. 

საჩხერეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მძლეოსნობაში მუნიციპალური თამაშები გაიმართა, რომელშიც გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზეს ჭალის საჯარო სკოლის გოგონებმა, რომლებმაც ღირსეული ბრძოლით, მონდომებითა და გუნდური სულისკვეთებით პირველი ადგილი მოიპოვეს.

მუნიციპალური თამაშების საპრიზო ადგილები გოგონათა შორის ასე გადანაწილდა:

  •  I ადგილი – სოფელ ჭალის საჯარო სკოლა;
  •  II ადგილი – სოფელ საირხის მართლმადიდებლური სკოლა;
  •  III ადგილი – სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„გამარჯვება მოსწავლეთა თავდაუზოგავი შრომის, სპორტული შემართებისა და ერთიანობის შედეგია. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი ასპარეზობას იმერეთის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებს, სადაც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ გუნდებს შეხვდება.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! მადლობა მათ მონდომებისა და სკოლის ღირსეულად წარმოჩენისთვის. ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს, სპორტულ წარმატებებსა და დაუვიწყარ ემოციებს მომდევნო ეტაპზე!

ჭალის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება