სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო ფორმა და გაკვეთილზე ტელეფონის აკრძალვა მოსწავლეებს სწავლისადმი მეტი პასუხისმგებლობით განაწყობს“-ოლავერდის სკოლის დირექტორი ოგანეს სრაბიანი
29-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორ ოგანეს სრაბიანისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ახალი წესები - სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას და სასკოლო ფორმების შემოღება კი, მისი თქმით სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

სკოლაში ცვლილებებს დადებითად აფასებენ. დირექტორის თქმით, სასკოლო ფორმა მოსწავლეებისთვის დროული და აუცილებელი იყო.

„სკოლაში რვა პირველკლასელი გვყავს, რომლებიც ახალ სამოსს სიამაყით ატარებენ. ფორმები ძალიან ლამაზი, მოხერხებული და თანამედროვეა. მთელი სკოლა მონდომებულია, რომ სხვა კლასების მოსწავლეებსაც ეცვათ. მშობლებიც სიხარულით შეხვდნენ სიახლეს. ვფიქრობ, მოსწავლე მოსწავლეს უნდა ჰგავდეს - როგორც  სამოსით, ისე ყოფა-ქცევით. ველოდებით, რომ სასკოლო ფორმები დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება“,- აცხადებს დირექტორი.

მისივე თქმით, სკოლაში ყველა კლასის წინ მობილური ტელეფონების შესანახი ყუთებია დამონტაჟებული.

„დაბალი კლასების მოსწავლეებს ტელეფონები ისედაც არ დააქვთ, უფროსკლასელები კი საკუთარ მოწყობილობებს სასწავლო პროცესის დასრულებამდე სათავსოში ინახავენ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორის განმარტებით, გაკვეთილების დროს ტელეფონებს არც მასწავლებლები იყენებენ და მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების შეტანისას მიმართავენ.

„ამ მხრივ სკოლაში სრული ჰარმონიაა. რა საჭიროა ტელეფონი გაკვეთილის მსვლელობისას? რატომ უნდა გაეფანტოთ მოსწავლეებს ყურადღება? როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი სასწავლო პროცესზე უნდა იყოს ორიენტირებული - ერთმა ცოდნა გასცეს, მეორემ კი მიიღოს. ვფიქრობ, სასკოლო ფორმა და გაკვეთილებზე ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა მოსწავლეებს სწავლისადმი უფრო მეტი პასუხისმგებლობით განაწყობს. ისინი ისწავლიან წესებისა და კანონების პატივისცემას, გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან ღირსეულ ადამიანებად. ეს ყველაფერი მათ მომავალში, წინსვლისა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება