| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

26 ოქტომბერს, პროგრამის -„ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი პირველი ნერგი დარგეს.
ზუგდიდის N5 სკოლაში მაღალი გაარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მოქალაქეები იზრდებიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობეირების ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. რაღა თქმა უნდა, სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება - ერთი ნერგით, ერთი გააზრებული ნაბიჯითა და პასუხისმგებლობით, რომელიც მომავალში დიდ საქმედ იქცევა.
ვზრდით თაობას, რომელიც ბუნებას უფრთხილდება და მომავალზე ზრუნავს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ აცნობს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას უღვივებს ბუნების მიმართ.
პროგრამა, რომელიც ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, 22 ოქტომბერს დაიწყო, 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმა კი ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შესაძლებლობას აძლევს, ატვირთონ დარგული ნერგის ფოტო და შეიტანონ ინფორმაცია მის შესახებ. ასე შეიქმნება დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც თითოეული ნერგის ისტორიას გააერთიანებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა