სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაში მოსწავლისთვის პრიორიტეტი სწავლა და განვითარება უნდა იყოს“- პატარა სამსარის სკოლის დირექტორი ანაიტ ლაგზიანი
30-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის სკოლამ, საქართველოს საჯარო სკოლებთან ერთად, 2026-2027 სასწავლო წელი ახალი წესებით დაიწყო. სკოლის სამმა პირველკლასელმა სასკოლო ფორმა მოირგო, მოსწავლეები კი ტელეფონებს სპეციალურ სათავსოებში ტოვებენ. 

სომხურენოვანი საშუალო სკოლაში სულ 52 მოსწავლე ირიცხება. სკოლის დირექტორი ანაიტ ლაგზიანი​ დადებითად აფასებს როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

მოსწავლეები ახალ წესებს დადებითად შეხვდნენ, დირექტორის თქმით, ბავშვებს აკრძალვამდეც არ დაჰქონდათ გაკვეთილებზე ტელეფონები. 

რაც შეეხება სასკოლო ფორმებს, მათი შემოღება განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

დირექტორი მიიჩნევს, რომ ორივე ინიციატივა ხელს უწყობს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, მოსწავლეთა თანასწორობასა და განათლებაზე ორიენტირებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

„მივესალმები სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას. ჩვენს სკოლაში მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ტელეფონები ისედაც დაჰქონდათ, ახალი წესი მისაღებია უფროსკლასელებისთვისაც. გაკვეთილების დროს ტელეფონებს მანამდეც არ იყენებდნენ და ამ მხრივ მათთვის სიახლე არ არის. 

ტელეფონებს სპეციალურ ყუთებში ათავსებენ და გაკვეთილების დასრულებამდე იქ ტოვებენ. ზოგიერთი ტელეფონს საერთოდ აღარ ატარებს და სახლში ტოვებს.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სასწავლო პროცესის დროს ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა კი ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. გაკვეთილზე მოსწავლეს ყურადღებას არაფერი უნდა უფანტავდეს. ის სრულად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და სკოლიდან მაქსიმალური ცოდნა უნდა წაიღოს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორს ახარებს, რომ სასკოლო ფორმების შემოღებას დადებითაც შეხვდა სასკოლო საზოგადოებაც. 

„სასკოლო ფორმების შემოღებამ ჩვენს სკოლაში მართლაც დიდი სიხარული გამოიწვია. წელს სამი პირველკლასელი გვყავს და ისინი ფორმებს სიამაყით ატარებენ. მშობლებიც ძალიან გახარებულები არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ერთნაირი ფორმები მოსწავლეებს შორის სოციალური ნიშნით განსხვავებას ამცირებს. სულ მალე ფორმებს მეექვსე კლასის ჩათვლით ჩაიცვამენ და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ამ პროცესის დასრულებას. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და ამავე დროს, უნდა იგრძნობოდეს, რომ ის სასკოლო საზოგადოების ნაწილია. ყველაფერი, რაც მოსწავლის განათლებას ემსახურება და სწავლაზე მობილიზებას უწყობს ხელს სასიხარულო და მისასალმებელია. აუცილებელია, ბავშვმა ყურადღება სწავლაზე გაამახვილოს და არა იმაზე, რა ჩაიცვას ან რით გაერთოს. სკოლის მიღმა თითოეული მოსწავლე თავისუფალია და, რა თქმა უნდა, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა სასწავლო დაწესებულებაში პრიორიტეტი სწავლა და განვითარება უნდა იყოს“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება