სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ იყო რუდოლფ შტაინერი, რომელმაც პედაგოგიკის საფუძველებში გადატრიალება მოახდინა
03-11-2016
-
+


ავსტრიელი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, მრავალი პრაქტიკული სფეროსთვის განახლების იმპულსის მიმცემი, ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერების ფუძემდებელი - რუდოლფ შტაინერი. 

მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ანთრო­პოსოფიული საზოგადოების ზოგიერთი წევრის თხო­ვნით, დოქ. რუდოლფ შტაინერმა შტუტგარტშიც წაიკითხა ყოვლისმომცველი ლექციები სოციალური ორგანიზმის სამწევროვნების შესახებ, რო­მელნიც მი­სი წიგნის "სოციალური საკითხის ცენტრალური პუნქტები" შინაარსს შეადგენენ. 

ამ ლექციებმა მოამწიფა ემილ მოლტის გადაწყ­ვეტილება, დაეარსებინა სკოლა, რომელიც თავისუ­ფალი სულიერი ცხო­ვრების ჩანასახი იქნებოდა. მისი თხოვნით დოქ. რუდოლფ შტაინერმა საკუთარ თავ­ზე აიღო ამ სკოლის სულიერი ხე­ლმძღვანელობა და დაუღლელად ზრუნავდა მის განვითარებაზე. 

თავისუფალი ვალდორფის სკოლის დაარსებას წინ უძღოდა პედა­გოგიური კურსი, რომელსაც დოქ. რუდოლფ შტაინერი 1919 წლის აგვისტო-სექ­ტემბერში სამი კვირის მანძილზე უკი­თხავდა ვალდორფის სკოლის პირველ მასწავლებლებსა და იმ პიროვნებებს, რომელთაც მისეული პედაგოგიკის სულის­კვეთე­ბით სურდათ მოღვაწეობა. 

კურსი ეძღვნება ადამიანის განხილვას სულიერი, მშვინვიერი და სხეულებრივი თვალსაზრისით. ცხადადაა ნაჩვენები, რომ ადამიანის სწორედ ამგვარი მთლიანობითი განხილვა უნდა იყოს პედაგოგიკის საფუძველი, თუკი ამ უკანასკნელს სურს, რომ არ მოქმედებდეს ბავშვის ბუნებისა და მისი განვითარების კანონზომიერებების საპირისპიროდ და მოზარდი ადამიანის არსების გათვალისწინებით ახდენდეს აღზრდა-განათლებას.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება