სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას ნიშნავს სიტყვა - ანთროპოსოფია
01-11-2016
-
+


სიტყვა ბერძნულია: ანთროპოს – ადამიანი და სოფია – სიბრძნე, ე.ი. სიბრძნე ადამიანის შესახებ.  

ეს სიტყვა XIX საუკუნის დასაწყისში შვეიცარიელმა ექიმმა და ფილოსოფოსმა იგნაც ტროქსლერმა ბიოსოფიის (სიცოცხლის სიბრძნის) გვერდით იხმარა.  

ანთროპოსოფია გნოსტიკურ – სპირიტუალური მსოფლმხედველობაა, რომლის ცენტრში ადამიანი დგას. ჩამოყალიბდა თეოსოფიური საზოგადოების ბაზაზე, როგორც მასთან დაპირისპირების შედეგი.ესაა ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული სულიერი სიბრძნე, რომლის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც ღვთიური ქმნილება. 

ანთროპოსოფია თავის თავს განიხილავს როგორც უმაღლეს ცოდნას, რომლის წვდომა შესაძლებელია სულიერი ხილვების, ანუ მედიტაციის გზით.

ანთროპოსოფია ეფუძნება ქრისტიანული რელიგიის ფუნდამენტურ დოქტრინას, რომლის თანახმად, ადამიანი არის ღვთის ხატი. 

მისი მიზანი სულიერი ამაღლება და ღმერთთან პირველქმნილი ჰარმონიის დაბრუნებაა. ანთროპოსოფიის მიხედვით, ადამიანი თავადაა თავისი კარმის, თავისი ბედის შემოქმედი. იგი სულიერი ამაღლებისა და სრულყოფისთვისაა მოწოდებული. ესაა იდეალი, რომლის ხორცშესასხმელად ერთხელ დაბადება საკმარისი არ არის.

ცნობებმა ანთროპოსოფიისა და ანთროპოსოფიული საზოგადოებების არსებობის შესახებ საქართველოში XX საუკუნის 10–იან წლებში შემოაღწია, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მოდერნისტული ხელოვნებით გატაცებულმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს – კ. გამსახურდიამ, კ. ჭიჭინაძემ, გ. ტაბიძემ, ს. თვარაძემ და სხვებმაც, მაგრამ ამ მიმდინარეობის პირველი და ყველაზე აქტიური ქომაგი გიორგი ერისთავი აღმოჩნდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება