სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მომავალი მოსწავლეები „პირველკლასელთა აკადემიის“ დახმარებით სასკოლო ცხოვრებას მომზადებულნი დაიწყებენ
22-06-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში სწავლას მომავალი მოსწავლეები მომზადებულნი დაიწყებენ, ამაში კი მათ „პირველკლასელთა აკადემიას“ დაეხმარებათ. წიგნი-რვეული ხომ ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. მომავალი პირველკლასელები წიგნით უკვე დასაჩუქრდნენ. 

მომავალ მოსწავლეებს წიგნი საზეიმოდ ბაღის გამგემ თეა სამხარაძემ გადასცა. ახლა კი „პირველკლასელთა აკადემია“ ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც დაეხმარება, რომ სასკოლო ცხოვრებას მომზადებულები შეხვდნენ და პატარებმა ცოდნის ტაძარში, რასაც სკოლა ჰქვია, უშიშრად შეაბიჯონ. 

ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მომავალი პირველკლასელები საბავშვო ბაღს ღონისძიებით დაემშვიდობნენ. ბაღის გამგემ, პატარები სწორედ „პირველკლასელთა აკადემიით“ გაახარა, რისთვისაც „ეტალონის“ ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილსა და მის გუნდს გულითადი მადლობა გადაუხადა.

თეა სამხარაძემ პატარებს ბედნიერი მომავალი უსურვა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა. ასევე, ბავშვები საზეიმოდ გააცილეს - ანიკო მენაბდემა და ია თოიძემ. საზეიმო ღონისძიება კი გაალამაზა და გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა მაია ღლონტმა.

„მადლობა ბაღის ყველა თანამშრომელს ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც პატარების გულებში ჩააქსოვეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება