სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შალომ, საქართველო“- სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ გრძელვადიანი პროექტის I ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
22-06-2022
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა. სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 16 ივნისს გრძელვადიანი პროექტის „შალომ, საქართველოს“, პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის კოორდინატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია გახლავთ.

სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

„როგორც ცნობილია, 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 - საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისად, პროექტის მიზანია ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხაზგასმა, კულტურის და შემოქმედების გაზიარება-პოპულარიზაცია.

პრეზენტაცია გახსნა სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორმა, ქ-ნ ნაზი ნადირაძემ. მან აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტები უცხო არ არის სკოლა-ლიცეუმისთვის („ქართული ფესვები“ - თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან სტამბოლის „შოთა რუსთაველის საზოგადოებასა“ და სტამბოლის დედა-ენის ცენტრთან ერთობლივი პროექტი-მემორანდუმი. ასევე, შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლებთან გაცვლითი პროექტი „მეგობარო, ხელი გამომიწოდე“); ეს კი სკოლის წინსვლასა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

მოსწავლეებმა სცენაზე გადაიტანეს ცნობილი ნაწარმოებები „ანა ფრანკის დღიური“ და „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“. წაიკითხეს, როგორც ცნობილი ებრაელი პოეტის და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის ლექსები და ფსალმუნები, ასევე ქართული პოეზიის ნიმუშები. წარმოადგინეს ებრაული და ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები.

შეხვედრა დასრულდა ებრაელი პოეტის ბადრი ჯანაშვილის ლექსით და სიმღერით „ქართველი და ებრაელი“.

საღამოს ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, რომელნიც შეხვედრით ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ. შეხვედრას ონლაინ შემოუერთდნენ ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაცია „ესთას“ პრეზიდენტი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი-ხუხაშვილი. ასევე, ონლაინ ჩართვა განხორციელდა ისრაელის ქალაქ ჰულონიდან ქართულ-ებრაულ ოჯახთან - მეგი ვოსკობოინიკოვი - ბუკუკიშვილთან. მათ გამოხატეს უდიდესი მადლიერება და პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ და აღნიშნეს, რომ  საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა - ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი პერიოდიც ამაზე მეტყველებს.

სტამბოლიდან კი საღამოს ონლაინ შემოუერთდა ქალაქ ბეიქოზის „დედა ენის“ ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი მერი დიასამიძე.

სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ამაყია ერებს შორის მეგობრობაში თავისი წვლილის შეტანით და სწორედ ამ კავშირის გამყარება იყო 16 ივნისის საღამოს მიზანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება