| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალში საბოლოო შეფასებებს წერენ. როდესაც პედაგოგები დარწმუნდებიან, რომ ჟურნალში ყველა მოსწავლის შეფასება სწორად აქვთ შეტანილი და ასახული მონაცემები ზუსტია, მათ ჟურნალი უნდა დაადასტურონ.
ჟურნალის დადასტურების შემდეგ მასწავლებლები მოსწავლეთა ნიშნებისა და დასწრების კორექტირებას ვეღარ შეძლებენ. თუ ჟურნალის რედაქტირება აუცილებელი გახდება, პედაგოგმა დადასტურების მოხსნა უნდა მოითხოვოს. დადასტურების მოხსნა კი მხოლოდ დირექტორს შეუძლია.
საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები ჟურნალში განმსაზღვრელ შეფასებებს წერენ, დაწყებითი კლასის პედაგოგები კი - განმავითარებელს. აუცილებელია თუ არა ჟურნალის დადასტურება იმ კლასებშიც, სადაც მხოლოდ განმავითარებელი შეფასებები იწერება? წაიშლება თუ არა ჩაწერილი შეფასებები თუ ჟურნალს არ დაადასტურებთ?
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, ჟურნალი მხოლოდ მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასებისთვის არაა. მასში მოსწავლის დასწრებაც ფიქსირდება, ასევე კომენტარები. შესაბამისად, როდესაც მასწავლებელი ჟურნალში მუშაობას დაასრულებს და დარწმუნდება, რომ ყველა მოსწავლის ინფორმაცია სწორადაა შეტანილი, მან ჟურნალი უნდა დაადასტუროს. დაუდასტურებლობის შემთხვევაში ჟურნალი დახურვისას ავტომატურად დადასტურდება.
თუ ჟურნალს არ დაადასტურებთ, მასში ჩაწერილი შეფასებები არ წაიშლება, თუმცა ჟურნალის დახურვისას მოსწავლეთა სემესტრული შეფასებები ავტომატურად შეინახება და დადასტურდება.
იხილეთ ასევე: როდის დაიხურება ელექტრონული ჟურნალი - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას