სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ხდები“- ცაგერის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
15-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

10 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ცაგერის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ცაგერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ კოპალიანმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ცაგერელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

რევაზ ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

ცაგერის მუნიციპალიტეტი „ეტალონში“ ძალიან აქტიურადაა ჩართული. ჩვენ საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულებიც გვყოლია. რაც კი შეგვიძლია, ფინანსური მხარდაჭერა თუ შემდეგ გამარჯვებულების წახალისება, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, დაინტერესება მაღალია. ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.

ჭაბუკი ჭაბუკიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

„ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო ეროვნული პროექტია. მასში მოსწავლე-ახალგაზრდობის ნიჭი და უნარები მაღალ დონეზე ჩანს. ჩვენ ამ პროექტს მხოლოდ მივესალმებით. წელს „ეტალონი მოსწავლე“ 95 ქულით გახდა გამარჯვებული. მას და ფინალურ ეტაპზე გადასულ ყველა მოსწავლეს წარმატებას ვუსურვებ. მოხარული ვიქნებით თუ შემდეგი ეტაპები ჩვენს მუნიციპალიტეტში გაიმართება, ჩვენ ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთ. „ეტალონთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას ისევ ვაპირებთ, რადგან როგორც აღვნიშნე, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესოა.

გიორგი კვირიკაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი: 

„ეტალონი“ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი პროექტის დაწყებიდანვე, მის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული. ამან ჩვენთან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩართულობა წელსაც მაღალი იყო, 136 მოსწავლე მონაწილებდა პირველ ეტაპზე, მათგან მეორე ეტაპზე 65 გადავიდა. ჩვენს სამსახურს მუნიციპალიტეტის მერია, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აქტიურად გვედგა გვერდით. სამუშაოს ის ნაწილი, რაც მუნიციპალიტეტს ეკისრებოდა, საკმაოდ ორგანიზებულად ჩავატარეთ. მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს“, რომ ჩვენი ბავშვები ასე გაახალისეს და ინტელექტუალურ ასპარეზობაში მოსწავლეთა ცოდნა და უნარები გამოავლინა.

ირაკლი სილაგაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

როგორც ყოველთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტი წელსაც „ეტალონში“ მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა. ეს ნამდვილად ხაზგასასმელი ფაქტია. ჩვენთან ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. პროცესმა ორგანიზებულად, გამართულად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა. მოსწავლეემა მომზადების მაღალი დონე აჩვენებს, ამის ნათელი დადასტურებაა, ის რომ ლიდერ პოზიციებზე მყოფი მოსწავლეები მაღალი ქულებით გამოირჩეოდნენ. პირველ ადგილზე გასულმა კი 95 ქულა მიიღო. მუნიციპალიტეტის მხრიდან თანამშრომლობითი დამოკიდებულება იყო, სრული მზაობა გვქონდა რესურსცენტრსა და მერიას, რომ „ეტალონის“ ეტაპები წარმატებით წარმართულიყო და შედეგიც სახეზეა. ცაგერის მუნიციპალიტეტს საქართველოს მასშტაბითაც ჰყოლია ლიდერები და ამის იმედი წელსაც გვაქვს.

თამარ კოპალიანი, „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ - ცაგერის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ უკვე მეოთხე წელია, რაც ვმონაწილეობ. მართლაც ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია. ჩემი აზრით, ეს პროექტი ზოგადი განათლების განმტკიცებისთვის არაჩვეულებრივია. ადრე დასწრებით ფორმატში იმართებოდა, ახლა ონლაინ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. ყოველთვის, როდესაც სკოლაში ამბობდნენ, რომ „ეტალონი“ იწყებოდა, რაღაც ემოცია იბადებოდა, ყველას განწყობა ამაღლებული იყო. ბავშვებში განწყობა იცვლებოდა, ყველა ამბობდა, რომ „ეტალონი“ იწყებოდა და მას სხვანაირად უნდა მივდგომოდით. ვფიქრობ, რომ საუკეთესო და საინტერესო პროექტია. პირველი, მეორე და მესამე ეტაპიც ერთგვარი აზარტია, მოტივაციას გმატებს, მეტი ინტერესი გიჩნდება, ფიქრობ, რომ შეგიძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთო. ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრი ასეთი პროექტი სჭირდება. ამდენი წლის განმავლობაში „ეტალონის“ მეორე ეტაპზე ყოველთვის გადავდიოდი, შემდეგ კი ძალიან ცოტა ქულა მაკლდებოდა ხოლმე, წელს კი პირველი ადგილი დავიკავე. ვეცდები, რომ ფინალურ ეტაპზე ჩემი მხარე ღირსეულად წარმოვადგინო. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ხდები. ამ დროს შენი წარმატება ოჯახზე, სკოლასა და მუნიციპალიტეტზეც აისახება. ძალიან მიხარია მიღწეული შედეგი, თუმცა ამას ვერ გამოვხატავ, რადგან დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. ფინალისთვის უკვე აქტიურად ვემზადები.

დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი: 

პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“, რომ ახალგაზრდებისთვის ასეთ კარგ საქმეს აკეთებს. რაც შეეხება ჩვენი სკოლის მოსწავლე თამარ კოპალიანს, ის საუკეთესო მოსწავლეა, მოწესრიგებული და უნიჭიერესი ადამიანია. ყველაფერს ძალიან დიდი გულისყურით ეკიდება. იმედს ვიტოვებ, რომ ფინალურ ეტაპზე კიდევ უფრო კარგ შედეგს გვაჩვენებს. მჯერა, რომ ის თავისი მონდომებით, წარმატებას მიაღწევს. მუნიციპალური ტურის საუკეთესო 10 მოსწავლეს შორის, 6 ჩემი სკოლისაა. ეს მიღწევა ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დღეები ყველა კლასში სწორედ ამ თემაზე საუბრობენ. „ეტალონთან“ თანამშრომლობა სკოლისთვის სასიამოვნო და უდიდესი სტიმულის მომცემია. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ და სკოლა მოსწავლეების მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად ერთობლივად უდიდეს საქმეს ვაკეთებთ.

შორენა ხეცურიანი, ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგი: 

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. ის მოსწავლეთა ყოველმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი შექმნის დღიდან, დღემდე მოსწავლეები ჩემპიონატის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან. ვისურვებ, რომ „ეტალონი“ კიდევ ათეული წლები ტარდებოდეს და თავის მიზნებს მიაღწიოს. დღევანდელ ცხოვრებაში მსგავსი პროექტები საჭიროა. რაც შეეხება ჩვენი სკოლის მოსწავლე თამარ კოპალიანს, მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მოსწავლეა. ყველა საგნის შესწავლას ერთნაირი მონდომებით ეკიდება. ის მრავალმხრივი ინტელექტით დაჯილდოებული გოგონაა. გვქონდა მოლოდინი, რომ ამ შედეგს დააფიქსირებდა. ვუსურვებ წარმატებებს, ძალიან მინდა, რომ საბოლოო შედეგით ისეთივე გახარებულები და აღფრთოვანებულები ვიყოთ, როგორც ახლა ვართ.

ლუკა ურთმელიძე, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლა:

„ეტალონის“ მუნიციპალურ ეტაპში შარშან და შარშანწინაც მეორე ადგილი დავიკავე. არ ველოდი, რომ წელსაც მეორე ადგილზე გავიდოდი, მინდიდა, რომ პირველი ადგილი დამეკავებინა. ინტელექტ-ჩემპიონატისთვის წინასწარ ვემზადებოდი, სხვადასხვა ლიტერატურას ვეცნობოდი. ჩემთვის „ეტალონი“ ძალიან საინტერესო კონკურსია. მე მონაწილეობას მომავალ წელსაც მივიღებ, ყველანაირად ვეცდები, რომ პირველი ადგილი დავიკავო. ეს, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოცნებაა. მინდა ხალხმაც დაინახოს რა შემიძლია.

ზაურ გოლეთიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ისეთი პროგრამაა შექმნილი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობაში ძალიან დიდ მოტივაციას აღძრავს. მეოთხე წელია, რაც ლაცორიის საჯარო სკოლა „ეტალონში“ დიდი წარმატებით მონაწილეობს. სამი წელი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გვყავდა, ახლა ჩვენმა მოსწავლემ მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატში წელს 4 მოსწავლე მონაწილეობდა, კმაყოფილები ვართ. მიღწეულმა შედეგმა პედაგოგები დაგვაფიქრა, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. დიდი მადლობა „ეტალონს“.

ირმა ჩაჩხიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის პედაგოგი:  

უპირველეს ყოვლისა, ასეთი კარგი პროექტისათვის „ეტალონს“ უდიდეს მადლობას ვუხდი. მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ბავშვები მაქსიმალურად არიან ჩართულები, მათი დაინტერესება მაღალია. ცდილობენ, რომ მეტი ცოდნა შეიძინონ, უკეთესები იყვნენ და წარმატებას მიაღწიონ. მოკლედ, მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი გვეთქმის.

გიორგი მახარობლიძე, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული შედეგი ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს ნამდვილად სტიმულია. „ეტალონში“ ადრეც ვიყავი ჩართული, ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ჩემთვის ეს წარმატება ნიშნავს იმას, რომ მეტი მუშაობა, უკეთეს შედეგს მოიტანს.

ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატება ძალიან გაგვიხარდა. ნამდვილად სასიხარულო ფაქტია. ველოდით, რომ კარგ შედეგს აჩვენებდა, რადგან ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვია. ეს წარმატება როგორც მოსწავლისთვის, ასევე სკოლისთვის დიდი მოტივაციაა. ამით ჩართულობა და ინტერესი კიდევ უფრო მეტად იზრდება. უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვები „ეტალონის“ დაწყებას ელოდებიან ხოლმე. ისინი ინტელექტ-ჩემპიონატშიდიდი სიხარულით ერთვებიან. ჩემი აზრით, მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანია, ხვდებიან რა მიმართულებით სჭირდებათ მეტი მუშაობა და შემდეგ წარმატების მისაღწევად უფრო მონდომებულები არიან.

ფიქრია ჭიღვარია, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგი: 

გიორგი მახარობლიძე საკმაოდ კარგი მოსწავლეა. ის მოწესრიგებული და მონდომებულია. მიღწეული წარმატებით ის კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდა, მასში ლიდერის თვისებები წინ წამოიწია, თვითონაც კმაყოფილი და ძალიან გახარებულია. „ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული. ზოგადად, ამ ჩემპიონატით ბავშვის განვითარება მრავალმხრივ შეიძლება, რადგან სხვადასხვა საკითხს მოიცავს.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონი“ ცხოვრების გზის მასწავლებელია“ - ცაგერის მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ცაგერელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
„ეს იყო დიდი შთაგონება ჩვენი მოსწავლეებისთვის“,- ამბობენ სკოლაში
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს აღნიშნულ ტურნირზე და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება