სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ცხოვრების გზის მასწავლებელია“ - ცაგერის მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
10-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ცაგერელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

ტესტირების მიმდინარეობისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ:

მარინე დავითულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეები ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩატარებას მოუთმენლად ელოდნენ და ტესტების გაკეთებას სიხარულით შეუდგნენ. როგორც ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა კმაყოფილი იყო კონკურსით. მეც და ჩემი პედაგოგებიც ვფიქრობთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა საგანს ეხება და შესაბამისად უაღრესად საინტერესოა. აქედან გამომდინარე მასწავლებლებიც კონკურსის ჩატარებით კმაყოფილები არიან.

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ ინტელექტ-ჩემპიონატში ყველა ძალიან დიდი ენთუზიაზმითა და აქტიურობით ჩავერთეთ. „ეტალონთან“ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ, რადგან შესანიშნავი პროექტია. კონკურსში ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარეა საკითხები მოცემული და აქედან გამომდინარე საჭირო პროექტია. მოსწავლეებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა აუცილებელია მათი მოტივაციის ამაღლებისთვის და სასურველია, აქტიურად მონაწილეობდნენ. ჩემი პედაგოგები აღნიშნული კონკურსის შესახებ ერთსულოვნად დადებით მოსაზრებას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ ნამდვილად საინტერესო პროექტია.

ციური კვირკაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ჩატარებას სასკოლო საზოგადოება ველოდით, რადგან ჩვენს მოსწავლეებს გასულ წლებშიც ჰქონდათ წარმატება და წელსაც გვსურდა კარგი შედეგები დაგვედო და რა თქმა უნდა, ბავშვების ცოდნაც გამოჩენილიყო. კონკურსის ჩატარებით, შედეგებითა და მოსწავლეების აქტიურობით კმაყოფილი ვარ. წლებია „ეტალონთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოსწავლეები კონკურსის საშუალებით გარდა ტექნიკასთან ურთიერთობის სწავლისა, საკუთარ შესაძლებლობებს, ცოდნას გამოცდიან და უფრო მეტად გაუღვივდებათ ინტერესი, რომ მომავლისთვის უკეთესი შედეგები აჩვენონ.

მელორ ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ მოსწავლეები კონკურსებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ. ბავშვები „ეტალონის“ თითოეულ ინიციატივასა და კონკურსებს ყოველთვის სიხარულით ხვდებიან. ჩემს და არამხოლოდ ჩემს მოსწავლეებს, ვურჩევ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთონ, რადგან უვითარდებათ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები, სწავლობენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, უყალიბდებათ აზროვნებისა და ანალიზის უნარები.

დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს  ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად „ეტალონით“ უაღრესად კმაყოფილი ვარ, რადგან ბავშვებისთვის ეს დიდი სტიმულისა და სწორი გზის მაჩვენებელი პროექტია. რაც შეეხება ჩემი ბავშვების ჩართულობით, მათი აქტიურობა მიხარია. მეორე ეტაპზე 20 მოსწავლე გადავიდა, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია და ისიც, რომ თითოეული მონაწილე დარჩა კმაყოფილი. „ეტალონი“ ჩვენთან ერთად ცხოვრების გზის მასწავლებელია და მოსწავლეეთა ცნობიერების სწორ ჩამოყალიბებაში უდიდეს აღმზრდელობით მუშაობას ეწევა. „ეტალონთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ასე გაგრძელდება კვლავ.

ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი:

 „ეტალონში“ მისი დაარსების დღიდან ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები და ამ პროექტთან თანამშრომლობა არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. აღნიშნული პროექტი ბავშვებისთვის ძალიან ბევრის მიმცემია, ღრმა აზრიანი და ნამდვილად სასიამოვნო პროექტია. პირადად მე მოსწავლეების აქტიურობით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბავშვები მასიურად თავიანთი სურვილით ერთვებიან პროექტის დაწყებას და მოუთმენლად ელიან ყოველთვის. მოსწავლეების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია პროექტის მიმართ და შედეგსაც რა თქმა უნდა, ველოდი, რომ იქნებოდა ასეთი კარგი.


ასევე იხილეთ:

ცაგერის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ცაგერელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოეზიის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება

თარიღს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევერები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება