სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში მონაწილეობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესშიც ეხმარება“- ფოთში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა
10-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ფოთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქალაქ ფოთის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ფოთის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 57 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ფოთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ.

ნანა საბულუა, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესმა ძალიან მშვიდად, სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ჩვენ „ეტალონთან“ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ. ჩემი აზრით, მსგავს ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესშიც ეხმარება. ეს რაღაცების გადამეორებასა და სიახლეების გაგებასთანაა დაკავშირებული. „ეტალონი“ საინტერესოა, რადგან არაპროგრამულ მასალასაც მოიცავს. ჩვენი მოვალეობა ხომ მაინცდამაინც საგაკვეთილო პროცესი არ არის. ზოგადი განათლება ძალიან საჭიროა. ამიტომაც პროექტს მივესალმებით.

მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც „ეტალონის“ ტესტირებებში ვმონაწილეობთ. მოსწავლეების დაინტერესება მაღალია, ისინი აქტიურობენ. უბრალოდ, უნდა აღვნიშნო, რომ უკეთესი იყო, როდესაც ინტელექტ-ჩემპიონატი დასწრებითად იმართებოდა. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებისთვის ნებისმიერ ტესტირებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ გამოცდილების მიღებაში ეხმარება. ამით საკუთარ ცოდნასა და უნარებს აფასებენ. „ეტალონის“ ყველა ტესტირება ძალიან საინტერესოა.

ნანა ალექსანდრია, კერძო სკოლა „გიმნაზიას“ დირექტორი:

ჩვენთვის „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. გვყოლია მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“. ამჯერად, კონკურსის მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა. ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ეხმარება. უნდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია, როგორც კი შესაძლებელი იქნება, „ეტალონი“ დასწრებით ფორმატში ჩატარდეს. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს ასე უკეთესი შედეგი ექნებათ.


ასევე იხილეთ:

ქალაქ ფოთის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ფოთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება