სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
08-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

3 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ჩოხატაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული შუა ამაღლების საჯაროს სკოლის, X კლასის მოსწავლემ, ლინდა სიხარულიძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი ჩოხატაურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო და დაბლა ციხის სკოლების მოსწავლეებმა - გიორგი პაიჭაძემ და ნატა შარაშიძემ დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

თეა მამალაძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი:

„ეტალონის“ ჩატარება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან პროექტში, ჯამში 180 მოსწავლე მონაწილეობდა და მეორე ეტაპიდან „ჩოხატაურის ეტალონის მოსწავლე“ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა სიხარულიძე გამოვლინდა. ახლა, ფინალურ ეტაპს ველოდებით და მინდა, ლინდას ფინალში გამარჯვება ვუსურვო. ასევე, მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“. ასეთი პროექტები ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეკატერინე გურჯიშვილი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და პირადად მე უაღრესად მომწონს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ, რადგან ეს პროექტი ბავშვებში ცოდნის გაღრმავებას, ახალი ცოდნის შეძენას, არსებული უნარ-ჩვევების დახვეწას, განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ვულოცავთ, ლინდა სიხარულიძეს ამ წარმატებას და კიდევ ბევრ წინსვლას ვუსურვებთ.

შორენა სიხარულიძე, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენი რეგიონის ბავშვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია და მასში ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. წლევანდელ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და ფინალში ლინდა სიხარულიძე გადავიდა, რომელიც ვიცი, რომ ძალიან წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეა. „ეტალონის“ მთავარი როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს სკოლებში აღმოაჩინოს წარმატებული, ნიჭიერი მოსწავლეები. დიდი მადლობა „ეტალონს“, რომ ჩვენს სივრცეში არსებობს და ბავშვებს ძალიან დიდ სტიმულს, მოტივაციას აძლევს.

სამსონ ჯიბუტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ლინდას წარმატება არ გაგვკვირვებია, რადგან ძალიან წარმატებული და გამორჩეული მოსწავლეა. მისგან კიდევ ბევრ წარმატებას ველოდებით. გარდა ნიჭიერებისა იგი ასევე, მოწესრიგებული და სულიერი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანია. ლინდამ, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ სწორი სტრატეგია შეიმუშავა კითხვებზე პასუხის დროულად გაცემისას. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგად ორგანიზებულია და აქვე დავძენ, რომ სწორ დროს მოხდა პროექტის განხორციელება. კითხვები არის შესანიშნავი და დახვეწილი. მოსწავლეებისგან ისეთი ცოდნის გამოვლენას, რაც საგაკვეთილო სივრცეს სცილდება არ მოითხოვენ. ზოგადად, ძალიან ორგანიზებულია და ჩვენ „ეტალონს“ ყოველთვის დავუჭერთ მხარს. იგი მოსწავლეების განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს.

თამილა ვადაჭკორია შუა ამაღლების საჯარო სკოლის პედაგოგი:

პირველ რიგში ჩვენს ძალიან ჭკვიან და ნიჭიერ გოგონას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას; ეს არის ბავშვი, რომელიც საკუთარ ინტელექტს ჩუმად ავლენს, რაც უყურადღებოდ პედაგოგებს არ გვრჩება. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები მოკლე დროში სწრაფად აზროვნებას ეჩვევიან და საკუთარ შესაძლებლობებს ავლენენ. „ეტალონი“ ძალიან მომწონს, რადგან მოსწავლეების ცოდნასა და მათ მომავალ მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ლინდა სიხარულიძე , „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ - შუა ამაღლების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე: 

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უკვე სამი წელია ვმონაწილეობ, თუმცა ფინალში პირველად გადავედი. სკოლის მასალების გარდა, კლასგარეშე ლიტერატურასაც ვკითხულობ, მაგრამ ჩემს წარმატებაში უდიდესი როლი სკოლაში მიღებულმა ცოდნამ შეასრულა. ჩემს თანატოლებს ყველას ვურჩევ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთონ, რადგან პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება იყო.

ირმა ჯიბუტი, ჩოხატაურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის დირექტორი:

გიორგი პაიჭაძე არაჩვეულებრივი, გამორჩეული მოსწავლეა. „ეტალონს“ გულწრფელად მივესალმები და ძალიან ვგულშემატკივრობ. მოსწავლეები ამ პროექტის მეშვეობით პირველ რიგში ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენენ და მათი განვითარებისთვის, ცოდნისთვის მნიშვნელოვანია.

თამარ კურტანიძე, ჩოხატაურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის პედაგოგი:

გიორგი არის ძალიან ჭკვიანი, აქტიური, პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური მოსწავლე. ჩემთვის და მთელი სკოლისთვის მისი ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. გიორგიმ იბრძოლა და ძალიან დიდი შედეგიც დადო. მთელი გულით ვულოცავ მას ამ უდიდეს წარმატებას. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ პირველ რიგში შემეცნებითია და სკოლა, რომელიც ზოგადი განათლების მიღებას ემსახურება, სწორედ ამ ყველაფერს „ეტალონი“ მოიცავს. საკუთარი თავის გამოცდისთვის პროექტში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ მოსწავლეებს მეტ წარმატებას აძლევს და მისი მეშვეობით საჭირო უნარებს იყალიბებენ. „ეტალონის“ არსებობა ჩვენი მოსწავლეებისთვის აუცილებელია.

გიორგი პაიჭაძე, მეორე ადგილის მფლობელი, ჩოხატაურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლე:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას სკოლაში მიღებული ცოდნით მივაღწიე. სასიამოვნო გრძნობა იყო, როდესაც ჩემი წარმატების შესახებ შვიტყე, თუმცა ამავდროულად გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა. ჩემს ყველა თანატოლს მოვუწოდებ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩაერთონ. მით უმეტეს პანდემიის პერიოდი გამოვიარეთ და განათლების დონე შედარებით დაბლა დაეცა. „ეტალონი“ ნებისმიერი მოსწავლისთვის დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების მიღების საშუალებაა.

ერეკლე ჯიქია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, ჩემს მოსწავლეს, ნატა შარაშიძეს სულით და გულით ვულოცავ ამ დიდ წარმატებას და პირველ სამეულში მოხვედრას. მისი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა, მით უმეტეს რომ მცირე კონტიგენტიანი სკოლა გვაქვს; გასულ წელს მერვე ადგილი დავიკავეთ, წელს მესამე და იმედი გვაქვს მომავალში პირველ ადგილსაც დავიმსახურებთ. საერთოდ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია; მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ ამ პროექტისთვის და ზოგადად, იმისთვის რომ ჩვენი, სკოლებისადმი უდიდესი ყურადღებით არის განმსჭვალული. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეები გონებრივად უფრო მეტად ვითარდებიან. სწავლობენ ურთიერთობებს, სხარტ აზროვნებას და სწავლისადმი მეტად დაინტერესებულები ხდებიან. მოტივაცია უჩნდებათ სხვა დროსაც იასპარეზონ, რათა წინაზე უკეთესი შედეგი აჩვენონ.

მარიამ ონიანი, დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და რაც უფრო ხშირად ჩატარდება ვფიქრობ, უკეთესი იქნება. დამატებით ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემპიონატი სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა. მინდა აღვნიშნო, რომ ნატა შარაშიძე ძალიან კარგი ბავშვია და წინსვლას, წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა, წარმატების მწვერვალებს კიდევ დაიპყრობს.

ნატა შარაშიძე, მესამე ადგილის მფლობელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეოთხედ ვმონაწილეობდი და ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. წარმატებას სკოლის პროგრამის მეშვეობით მივაღწიე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმატება ძალიან წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და როდესაც შედეგები ვნახე ძალიან გამიხარდა. ჩემს ყველა თანატოლს ვურჩევ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩაერთონ, რათა უფრო განვითარდნენ და წარმატებას მიაღწიონ.



ასევე იხილეთ:

2022 წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მაღალი სტანდარტია“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ჩოხატაურელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება